„ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 26/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
122
23/02/2010
სსმ, 23, 26/02/2010
000000000.00(0).000.000000
„ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №122

2010 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

„ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის № 343 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., № 96, მუხ. 1055) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიას 12 წევრის შემადგენლობით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) დებულების მე-2 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსი ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად ცხადდება ყოველი წლის იანვარში.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკონკურსო განაცხადების მიღება შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად ხორციელდება 31 მარტამდე.“;

გ) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. კონკურსის შედეგების გამოცხადების წესი

შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიების ლაურეატთა სიები, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნდება არა უგვიანეს 26 მაისისა.“;

დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:

    „მუხლი 8. გარდამავალი დებულება

2010 წელს კონკურსი შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად გამოცხადდეს არა უგვიანეს 2010 წლის 26 მარტისა, ხოლო საკონკურსო განაცხადების მიღება განხორციელდეს არა უგვიანეს 2010 წლის 26 აპრილისა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი