"ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11-70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 29/10/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 03/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250000.36.101.016003
  • Word
11-70
29/10/2010
სსმ, 46, 03/11/2010
010250000.36.101.016003
"ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №11-70

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის 1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის 1-4 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების:

ა) II თავის მე-3 მუხლის ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჟ) საკრებულოს საერთაშორისო ურთიერთობების, საკრებულოს ოფიციალური ვიზიტებისა და საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფა;“;

ბ) IV თავის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება.“;

გ) IV თავის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“ ქვეპუნქტი:

1) პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობების განყოფილება.“;

დ) V თავის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16

საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან ქალაქ თბილისის საკრებულოს ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში ურთიერთობის დამყარება;

გ) დაძმობილებულ და პარტნიორ ქალაქებთან ურთიერთობის წარმართვა და მათთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარება;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

ე) V თავის მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 161:

     „მუხლი 161

პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) საკრებულოში საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, დიპლომატიურ წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტებისა და საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზების უზრუნველყოფა;

ბ) საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს სხვა წევრთა, საკრებულოს ოფიციალური დელეგაციებისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ქვეყნის შიგნით გამგზავრების ორგანიზება;

გ) აპარატის უფროსისათვის განსახილველად წარსადგენი პროტოკოლთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი და წინადადებების მომზადება;

დ) საკრებულოს ეგიდით გასამართი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

ე) დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ქ. თბილისის საკრებულოს ურთიერთობების კოორდინაცია;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის 2010 წლის 1 ნოემბრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე       ზ. სამადაშვილი