დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 25/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №120
2010 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №151, მუხ. 1671) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“;
ბ) ბრძანებულების პრეამბულა და პირველი, მე-2, მე-3, 31, 32 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პოლიციის შესახებ“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული სოციალური პირობების მოწესრიგების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთათვის (შემდეგში – მოსამსახურე(ები)) განისაზღვროს სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შემდეგი პირობები:
1. სამინისტროს მოსამსახურის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
2. სამინისტროს მოსამსახურის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ ბრძანებულებით.
3. სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიურ ფულად სარგოზე) ყოველთვიური დანამატი, საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი ნორმით სასურსათო ულუფა, კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატები, კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი.
31. სამინისტროს საჯარო მოხელეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო), საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი ნორმით სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი და კანონმდებლობით დადგენილი დანამატები.
32. სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეთა ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე.
4. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია არ მიეცემა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეს, ხოლო ყაზარმული მდგომარეობის დროს (სამსახურის გავლის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვების უზრუნველყოფის პერიოდში) სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს უნარჩუნდება სასურსათო ულუფა ან შესაბამისი საკომპენსაციო თანხა.“;
გ) ბრძანებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამინისტროს მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადი დახმარება, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.“;
დ) ბრძანებულების 82 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„82. სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა წოდებრივი სარგოების ყოველთვიურ განაკვეთებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.“;
ე) ბრძანებულების მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. სამინისტროს მოსამსახურეს (სამინისტროსათვის შრომის ანაზღაურების მუხლით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში) მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაძლებელია ხელფასზე დაუწესდეს ყოველთვიური სპეციალური დანამატი.“;
ვ) ბრძანებულების მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. მინისტრის სამართლებრივი აქტით გრძელვადიანი მივლინებით სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ სამინისტროს მოსამსახურეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეძლევა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური თანხა. სამინისტროს მოსამსახურეს აგრეთვე მიეცემა შენახვის (პირველმოწყობის) ხარჯის დასაფარი თანხა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს მინისტრი. ამავდროულად, სამინისტროს მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი ფულადი სარგო, წელთა ნამსახურობის დანამატი და კვების ულუფა ან შესაბამისი საკომპენსაციო თანხა.
16. სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც სამსახურს გადის სხვა უწყებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება სამინისტროში დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს არანაკლები ოდენობით. აღნიშნულ პირს წოდებრივი სარგოთი, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატით, მინისტრის მიერ დაწესებული სპეციალური დანამატებით, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთდროული (გასასვლელი) დახმარებით (სამინისტროში შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ფულადი სარგოს გათვალისწინებით) და ფორმის ტანსაცმლით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობით უზრუნველყოფს სამინისტრო (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი), ხოლო თანამდებობრივი სარგოთი და სხვა დანამატებით – შესაბამისი უწყება.
17. სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის, ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვალოს ნამსახურობის სამ დღედ. ხოლო პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვალოს ორ დღედ. შესაბამისად, ფულადი სარგო დროის ამ პერიოდში მიეცეს სამმაგი და ორმაგი ოდენობით.
18. სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, სპეციალური დანიშნულების რაზმებში, აგრეთვე ამ ბრძანებულების მე-17 პუნქტში მითითებულ სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა მიერ შესაბამის ქვედანაყოფში სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
19. სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელსაც ეძლევა, შესაბამისად, ფულადი სარგო ან თანამდებობრივი სარგო ორმაგი ან სამმაგი ოდენობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და პენსია უანგარიშდება ფულადი სარგოს ერთმაგი ოდენობიდან.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები