„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 818
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 141, 01/11/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200230010.22.033.016032
  • Word
818
29/10/2010
სსმ, 141, 01/11/2010
200230010.22.033.016032
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის                                                                                                 ბრძანება №818

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის    2008 წლის                                31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (სსმ III, 31.12.08, №187, მუხლი 2015) დამტკიცებულ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

 1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) პირი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საბაჟო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას.“.

2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16.

ამ თავით (გარდა მე-19 მუხლისა) დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლება აქვს:

ა) ფიზიკურ პირს:

ა.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარამდე ღირებულების კვების პროდუქტების (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) ან/და ამავე მუხლის „ლ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას;

ა.ბ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას;

ბ) პირს (გარდა ფიზიკური პირისა) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ფ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 მუხლი:

     „მუხლი 19.

საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საბაჟო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას, საბაჟო გადასახდელები გადახდილ უნდა იქნეს დეკლარაციისათვის „ASYCUDA“- მეშვეობით A  ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ნოემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                პ. პეტრიაშვილი