"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 816
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 141, 01/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016030
  • Word
816
29/10/2010
სსმ, 141, 01/11/2010
040030000.22.033.016030
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №816

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,      ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხლი 543) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:

,,ზ1) გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე;.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ზ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ ქვეპუნქტი:

,,გ) გაფორმების დეპარტამენტი.“.

3. მე-5 მუხლის:

,,ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) ადმინისტრირების დეპარტამენტი:

.) კონტროლის სამმართველო;

.) ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და რისკების მართვის სამმართველო;

.) მომსახურების სამმართველო;

ვ.დ) არასატარიფო ღონისძიებების სამმართველო.;

გ) ,,ზ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ.დ ქვეპუნქტი:

,,ზ.დ) ეკონომიკური ზონის კონტროლის სამმართველო.“;

დ) ,,თ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ.გ ქვეპუნქტი:

,,თ.გ) ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სამმართველო..

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ1“ ქვეპუნქტი:

,,ნ1) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) მუდმივად განახლებადი ინფორმაციის განთავსება;.

5. მე-11 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;“; 

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1 და ,,ბ2 ქვეპუნქტები:

,,ბ1) კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა) საბაჟო ორგანოების ინფორმირება საბაჟო საქმის ორგანიზების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თაობაზე, აგრეთვე, კონსულტაციის გაწევა საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;

2) საბაჟო/საგადასახადო სფეროში კონსულტაციების გაწევის მიზნით სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან/სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება;“.

6. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. ადმინისტრირების დეპარტამენტი

1. კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია

) საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი. საგადასახადო ორგანოების მიერ აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას შესაძლო არასასურველი პრაქტიკის გამოვლენა და მათი აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება;

) მონიტორინგი სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე და სამართალდარღვევების ელექტრონულ ბაზაზე. გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღება და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;

გ) წარმოუდგენელი დეკლარაციების შესახებ სამსახურის რეგიონული ცენტრებიდან და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან ინფორმაციის მიღება და ამ კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე მონიტორინგი;

) სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულების  შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;

ე) სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთდეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი  ინფორმაციების მიხედვით  ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება. გადასახადების სახეების მიხედვით დავალიანების  წარმოშობის მიზეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით სამსახურის ხელმძღვანელებისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ვ) საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის შესახებ ტერიტორიული ორგანოებიდან და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი დამუშავება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების/გაუქმების შესახებ სამსახურში შემოსული განაცხადებების განხილვა და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; 

) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე გადასახადის გადამხდელთა  მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული  ვადაგადაცილებული  საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის  მიღება-დამუშავება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდება;

ი) საბანკო დაწესებულებებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;

კ) სამსახურის შესაბამისი ორგანოების მიერ განხორციელებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების (გირავნობა/იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება) მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრაციის მიზნით ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;

ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე ჩარიცხვის შემდგომ, შესაბამის სახაზინო კოდებზე თანხების განაწილება – გადასახადის გადამხდელის შედარების აქტის მიხედვით;

მ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიულპირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მისგან ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგებზე ინფორმაციის მიღება;

ნ) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციაზე ან სარგებლობის უფლებით გაცემაზე თანხმობის გაცემა;

ო) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ჟ) სამსახურის მიერ ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

რ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და რისკების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავების ორგანიზება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;

ბ) ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღება და დამუშავება სამსახურის ადმინისტრირებადი შემოსავლების შესახებ;

გ) საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფა და ეკონომიკური ანალიზი;

დ) საგადასახადო და საბაჟო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და წარმართვა;

ე) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის, სპეციალური საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; 

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;

ზ) საბაჟო სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატთა შერჩევა, კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, თანამშრომლობის განხორციელების შესახებ სპეციალური მონაცემების დამუშავება-ანალიზი, კოორდინაცია საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის ფარგლებში საქონლის საბაჟო გაფორმებისას რისკების მართვის სისტემის გამოყენების კუთხით; 

თ) ინფორმაციული ბაზების, სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო საბაჟო და საგადასახადო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა ,,ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის და სხვა ხელმისაწვდომი ბაზების მუშაობის მონიტორინგი. საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა ,,ASYCUDA-ში რისკის პროფილების ინტეგრირება, არსებული რისკის პროფილების შეცვლა ან გაუქმება; 

კ) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებისათვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირთა შერჩევის ელექტრონული სისტემის და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი; 

ლ) საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;

მ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების წარმართვისას საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა და ამ დოკუმენტაციის შემოწმება საბაჟო საქმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, შემოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;

ნ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისა და შესრულების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ამ დოკუმენტაციის შემოწმება საგადასახადო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, შემოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, წარმოუდგენელი დეკლარაციების შესახებ ინფორმაციის მიღება (მათ შორის, სპეციალურად შექმნილი ელექტრონული მოდულის მეშვეობით) და დამუშავება;

პ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშების მიღება, კომპეტენციის ფარგლებში მათი სისტემატიზაცია, შეფასება და ანალიზი; სამსახურის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;

ჟ) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან  და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) მიღება, დამუშავება და რეაგირებისათვის სამსახურის შესაბამისი ორგანოებისათვის მიწოდება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

ს) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

ტ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 

3. მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავება და სრულყოფა;

ბ) საბიუჯეტო შემოსულობათა (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი თანხის) გადატანების, დაბრუნებების, საგადასახადო სანქციების მიხედვით აღრიცხვის წესების შემუშავება;

გ) გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების, ან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დროს დაშვებული შეცდომის გასწორების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის; 

დ) გადასახადის გადამხდელის მიერ შეცდომით გადახდილი თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის; 

ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების  სამსახურის რეგიონულ ცენტრებსა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტზე გაცემის შესახებ ინფორმაციის ასახვა კომპიუტერულ ბაზაში, ანგარიშ-ფაქტურების კომპიუტერული ბაზის მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტისათვის მიწოდება;

ვ) კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსისათვის წინადადებების წარდგენა; 

ზ) აქციზური მარკების გაცემის ორგანიზება, აქციზური მარკების გაცემაზე ინფორმაციის დამუშავება, აქციზური მარკების ბეჭდვასა და მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი, აქციზური მარკების დიზაინზე და დამცავ ნიშნებზე წინადადებების მომზადება, აქციზური მარკებით პროდუქციის ნიშანდების წესის განსაზღვრაზე წინადადებების მომზადება;

თ) სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემის, ცვლილებების შეტანის, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ობიექტის ადგილმდებარეობაში ცვლილების განხორციელების საკითხის შეთანხმება;

ი) წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის, ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების საჭიროების და სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

კ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება:

ლ) ფიზიკურ პირთა ქონების (მათ შორის, მიწის) გადასახადის განაკვეთების  თაობაზე მიღებული ინფორმაციის ერთიან კომპიუტერულ ბაზაში ასახვა; 

) მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებში საკონტროლო-სალარო  აპარატების რეგისტრაციის  პროცესისა და შესაბამისი ელექტრონული  ბაზის  მონიტორინგი;

ნ) ბანკის და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღება უცხოური საწარმოს ან/და არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

ო) კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვისას, სათანადო მომართვის საფუძველზე, შესაბამის პირთა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის მიწოდება;

პ) სამსახურის რეგიონულ ცენტრებსა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

) სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მომსახურების სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია;

რ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება; 

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

უ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 

4.  არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სავალუტო კონტროლის, იარაღის, ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ როგორც შემადგენელ ნაწილს, ორმაგი დანიშნულების საქონლის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებების, საშიში ქიმიური ნივთიერებების, ოზონდამშლელი ნივთიერებების, ნარჩენების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების, არაიოდიზებული მარილის და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოში შემოტანასა და საქართველოდან გატანაზე მონიტორინგის განხორციელება;

ბ) ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების  გადამაადგილებელი პირების  იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, ანალიზი, შენახვა;

გ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი ავტომატიზებული სისტემა ,,Tracker 7-ის საშუალებით  საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე  ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით;

 დ) საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სტაციონალური მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების კოორდინაცია;

   ე) სამსახურის რეგიონული ცენტრებიდან ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების მიღება, სისტემატიზაცია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდება;

ვ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან, ცვლილებების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;

ზ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასა და ნებართვის გაუქმებასთან, აგრეთვე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

თ) სამსახურის რეგიონული ცენტრების მიერ საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობაზე ნებართვის გაცემის და ცვლილებების შეტანის საკითხის შეთანხმება. სამსახურის რეგიონული ცენტრების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მონიტორინგი. საბაჟო საწყობების (ღია ან/და დახურული), საქონლის დროებითი დასაწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტების, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა საწყობების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ  სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და დამტკიცებული კლასიფიკატორის საჯაროდ გამოცხადება;

ი) შესაბამისი ორგანოებიდან სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის მიღება და მათი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) მუდმივად განთავსება;

კ) საბაჟო საწყობის, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის, თავისუფალი საწყობის საქმიანობაზე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ლ) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA”-ში დაშვების მიზნით საბაჟო გადაწყვეტილების მიღებასთან, მიღებული საბაჟო გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; 

მ) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA-ში მომხმარებელთა დაშვების მიზნით საბანკო გარანტიის მიღება და შეუსრულებელი საბაჟო ვალდებულების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გარანტორის მიმართ შესაბამისი რეაგირება; 

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება; 

ო) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

პ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

8. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. ეკონომიკური ზონის კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბაჟო ორგანოების ოპერატიული მართვის ორგანიზება, საბაჟო ორგანოებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;

ბ) საბაჟო ორგანოების ოპერატიული მართვის ორგანიზების მიზნით სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან და სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;

გ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისათვის გაგზავნის საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;

დ) კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მონიტორინგი;

ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების პროცესის მონიტორინგი;

ვ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას რენტგენ-სკანერის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ზ) სამსახურის სისტემაში კინოლოგიური მუშაობის ჩატარება, მათ შორის მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირება, არსებული ძაღლების მომზადების დონის შენარჩუნება და ახალი ტრენინგების ჩატარება, ახალმიღებულ ძაღლებთან შესაბამისი ტრენინგების ჩატარება და მათი მომზადება სამსახურის სისტემაში საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე, სათანადო მომზადების გავლის შემდგომ,  სამსახურისათვის კინოლოგების მომზადება;

თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება..

9. 141 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სამმართველოს ფუნქციებია:

) საბაჟო ორგანოების მიერ სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ორგანიზება;

) სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის, გადაადგილებისა და გატანის პროცესის მონიტორინგი. სასაზღვრო საბაჟო ორგანოების მიერ  საქონლის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანალიზი, პრობლემების გამოვლენა და რეაგირების თაობაზე წინადადებების მომზადება;

) სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;

) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე  შესაბამისი მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება..

10.  142 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ ქვეპუნქტი:

,,კ) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA-ში მომხმარებელთა დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა..

11. მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 16. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები  

1. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები, აუდიტის დეპარტამენტი, მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი და გაფორმების დეპარტამენტი თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით.

2. ტერიტორიულ ორგანოებს, აუდიტის, მსხვილ გადამხდელთა და გაფორმების დეპარტამენტებს აქვთ ბეჭდები.

    მუხლი 17. ტერიტორიული ორგანოებისა  და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან

ტერიტორიული ორგანოები, აუდიტის დეპარტამენტი, მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი და გაფორმების დეპარტამენტი  თავიანთ მოვალეობას ასრულებენ დამოუკიდებლად და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.“.

12. მე-18 მუხლის:

ა) ,,დ1 ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ1) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით საბაჟო საწყობის, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემას, მასში ცვლილებების შეტანას; კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს და ნებართვის გაუქმებას;“;

ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემას, ცვლილების შეტანას; კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს და ნებართვის გაუქმებას;“.

13. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ2) კანონმდებლობით დადგენილ წესით, სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემას, ცვლილების შეტანას; კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს და ნებართვის გაუქმებას;.

14. დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე მუხლი:

    „მუხლი 21. გაფორმების დეპარტამენტის უფლებამოსილებები

გაფორმების დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

) საბაჟო დამუშავების ოპერაციათა მონიტორინგს, ზედამხედველობას და ანალიზს; საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მონიტორინგ;

ბ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას და საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებას;

გ)  საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელებას;

დ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების  განხორციელების ადგილებში (ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში) საბაჟო კონტროლის განხორციელებას რენტგენ-სკანერის მეშვეობით, მათ ექსპლუატაციას, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება-ანალიზს, საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენას და რეაგირებას;

ე) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის მთლიანობისა და ლუქების კონტროლს;

ვ) სამსახურის მფლობელობაში არსებული საბაჟო ტერმინალის შიდა ტერიტორიაზე არსებული სათავსების/საწყობების საქმიანობის ორგანიზებას და მართვას;

ზ) საბაჟო ორგანოებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზებას. საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;

თ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას..

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ნოემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                 პ. პეტრიაშვილი