„საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 25/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
117
22/02/2010
სსმ, 22, 25/02/2010
000000000.00(0).000.000000
„საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №117

2010 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით (სსმ III, 2009 წ., №14, მუხ. 170) დამტკიცებულ საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოხელე იღებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას, ხოლო რეზერვში ჩარიცხული პირი – ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) რეზერვში ჩარიცხული პირი ექვემდებარება რეზერვში დატოვებას;

ვ) რეზერვში ჩარიცხული პირი ექვემდებარება რეზერვიდან გამოყვანას.“;

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის/რეზერვში ჩარიცხული პირის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ცალად და დახასიათებებთან ერთად ერთვის მოხელის/რეზერვში ჩარიცხული პირის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

3. მოხელე/რეზერვში ჩარიცხული პირი საატესტაციო ფურცლის შევსებიდან 2 დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.“;

გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.“;

დ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ატესტაციის დასრულებად ითვლება ამ წესის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულება.“;

ე) მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მოხელეს/რეზერვში ჩარიცხულ პირს საპრეტენზიო კომისიისათვის მიმართვის უფლება აქვს ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი