„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 815
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 141, 01/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016029
  • Word
815
29/10/2010
სსმ, 141, 01/11/2010
010320040.22.033.016029
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №815

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში დამატების  შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებით (სსმ III, 23.04.10, №46, მუხლი 688) დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის 782 ბრძანებით დადგენილი ფიზიკური მომზადების ნორმატივების დაძლევის მოთხოვნა არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების რაზმის სამორიგეო განყოფილების მთავარი ინსპექტორის, უფროსი ინსპექტორის და ინსპექტორის თანამდებობებზე. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე და დაკისრებული მოვალეობების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია სპეციალური დანიშნულების რაზმის პირველი (დაცვის) სამმართველოს მთავარი ინსპექტორის, უფროსი ინსპექტორის და ინსპექტორის თანამდებობებეზე დასანიშნი პირები გაათავისუფლოს ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარების ვალდებულებისაგან.“. 

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                პ. პეტრიაშვილი