დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 814 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 01/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.016028 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მინისტრის №814
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებით (სსმ III, 30.11.09, №147, მუხლი 1732) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ატესტაცია ტარდება ორ ეტაპად, რაც მოიცავს ტესტირებასა და გასაუბრებას.“.
2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
,,41. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ გასაუბრების წესით.
42. ტესტირება ტარდება ამ წესის V თავით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.“.
3. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ფიზიკური მომზადების ნორმატივები ჩაბარებულად ითვლება, თუ კანდიდატის (სამსახურის თანამშრომლის) მიერ მოგროვებული ქულათა რაოდენობა იქნება 420 ან მასზე მეტი, ქულათა რაოდენობის მინიჭება განსაზღვრულია ამ წესის დანართ №1-ში.“.
4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
დანართი №1
მისაღები კანდიდატების (საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების) ფიზიკური მომზადების ნორმატივები
| დისციპლინა | ქულა | |||||||||
|
| 10 | 20 | 30 | 40 | 50 | 60 | 70 | 80 | 90 | 100 |
| სირბილი 100 მ. (წამი) | 16.8 | 16,4 | 16,0 | 15,6 | 15,2 | 14,8 | 14,4 | 14,0 | 13,6 | 13,2 |
| სირბილი 1000 მ. (წუთი) | 4,50 | 4,40 | 4,30 | 4,20 | 4,10 | 4,00 | 3,50 | 3,40 | 3,30 | 3,20 |
| იატაკიდან აწევა | 15 | 20 | 25 | 30 | 40 | 45 | 50 | 60 | 70 | 80 |
| ტანის აწევა ზურგზე წოლისას ხელებით თავქვეშ | 15 | 20 | 25 | 30 | 40 | 45 | 50 | 60 | 70 | 80 |
| ორძელზე ხელების მოხრა-გაშლა ბრჯენში | 4 | 6 | 8 | 10 | 12 | 14 | 16 | 18 | 20 | 22 |
| ღერძზე მიზიდვა | 2 | 4 | 6 | 8 | 10 | 12 | 14 | 16 | 18 | 20 |
| მარათონი 24 კმ (სთ) | 4,15 | 4,0 | 3,45 | 3,30 | 3,15 | 3,0 | 2,45 | 2,30 | 2,15 | 2,0 |
შენიშვნა: 1. ქულათა გამოანგარიშება ხდება შემდეგი მეთოდით: მაგილითად, კანდიდატმა 100 მეტრის გარბენას მოანდომა 14,7 წამი, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ციფრი მოქცეულია 60-სა და 70 ქულას შორის, მას უნდა დაეწეროს 60 ქულა (უფრო მცირე ქულა). ანალოგიურად კეთდება სხვა დისციპლინებშიც.
2. საერთო ქულათა გამოანგარიშება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
მაგალითი: კანდიდატის მიერ ნორმატივების ჩაბარებისას მიღებულ იქნა შემდეგი შედეგები: სირბილი (100 მეტრი) 14,9 წამი, სირბილი 1000 მეტრი – 4,13 წუთი, იატაკიდან აწევა 47-ჯერ, ტანის აწევა ზურგზე წოლისას ხელებით თავქვეშ – 58-ჯერ, ორძელზე ხელების მოხრა-გაშლა ბრჯენში – 17-ჯერ, ღერძზე მიზიდვა – 6-ჯერ, მარათონი (24 კმ) – 4 სთ. ზემოთ მოყვანილი ცხრილის მეშვეობით კანდიდატის მიერ მოგროვილი ქულათა რაოდენობა იქნება: სირბილი 100 მეტრი – 50 ქულა, სირბილი 1000 მეტრი – 40 ქულა, იატაკიდან აწევა 60 ქულა, ტანის აწევა ზურგზე წოლისას ხელებით თავქვეშ – 70 ქულა, ორძელზე ხელების მოხრა-გაშლა ბრჯენში – 70 ქულა, ღერზძე მიზიდვა – 20 ქულა, მარათონი (24 კმ) – 20 ქულა. სულ საერთო ჯამი იქნება 330, ე.ი კანდიდატს მიეცემა უარყოფითი შეფასება, რადგან დადებითი შეფასება მიეცემათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიიღეს 420 ან მეტი ქულა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები