დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 116 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 22/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №116
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილებები და 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 103. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი;
დ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.
მუხლი 104. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის უფროსი;
ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სამმართველოს უფროსი;
გ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტერი;
დ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი.
მუხლი 105. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები