„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
115
19/02/2010
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №115

2010 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., №12, მუხ. 131) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველო.“;

ბ) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „და დემოგრაფიულ.“;

გ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის, აგრეთვე აღწერათაშორის პერიოდში შერჩევითი სოციალურ-დემოგრაფიული გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

ბ) მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის ამსახველ პირველად მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;

გ) დემოგრაფიულ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი