„საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 136, 24/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.343
  • Word
209
22/11/2005
სსმ, 136, 24/11/2005
010.220.020.10.003.000.343
„საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №209

2005 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 1. საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის კუთხით განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაციისა და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე

ლილი ბეგიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი გოდაბრელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ნინო ენუქიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ზურაბ მარაქველიძე – IRIS საქართველო, მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.

გივი მერაბიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი

ონისე მეტრეველი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი

ზაზა ნანობაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზის განყოფილების უფროსი

გიორგი ნოზაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი

თეა ონიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ქეთევან ქოქრაშვილი – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი

ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე

თამარ ხიდაშელი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი

ვახტანგ ჯორბენაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.;

ბ) დადგენილების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამინისტროებმა 2006 წლის 30 მარტამდე უზრუნველყონ თავიანთი მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში დაურეგისტრირებელი სამართლებრივი აქტების გადარჩევა-ანალიზის პროცესის დასრულება და აღნიშნულის საფუძველზე სამთავრობო კომისიისათვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) იმ მოქმედი ნორმატიული აქტების ნუსხის შესახებ, რომლებიც ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს;

ბ) იმ მოქმედი ნორმატიული აქტების ნუსხის შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გადასინჯვას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

გ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში დაურეგისტრირებელი იმ სამართლებრივი აქტების ნუსხის შესახებ, რომლებიც პრაქტიკაში გამოიყენება და რომელთა დადგენილი წესით ძალაში შესვლა აუცილებელია (ნუსხაში მითითებულ ყოველ სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით შემუშავდეს რეკომენდაცია სათანადო არგუმენტაციით – მათი ძალადაკარგულად გამოცხადების, კორექტირების ან მოქმედი რედაქციის საჭიროების აუცილებლობის დასაბუთებით).

5. სამთავრობო კომისიამ 2006 წლის 30 აგვისტომდე განიხილოს სამინისტროების მიერ ამ დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების ნუსხა (სათანადო არგუმენტაციით) და შესაბამისი წინადადებებით მიმართოს საქართველოს მთავრობას..

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი