ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის "ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის "ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 05/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 08/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016025
  • Word
38
28/10/2010
სსმ, 47, 05/11/2010
010250050.35.119.016025
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის "ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის 2010 წლის 8 ოქტომბრის №01–40/904 წერილში მოცემული სამართლებრივი შენიშვნის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №16 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები.

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება „ადმინისტრაციული სამსახური არ არის იურიდიული პირი“ ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება, უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   გ. გელენიძე