ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის "საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის "საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 05/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 11/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016026
  • Word
39
28/10/2010
სსმ, 47, 05/11/2010
010250050.35.119.016026
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის "საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 39

2010 წლი 28 ოქტომბერი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის 2010 წლის 8 ოქტომბრის 01–40/903 წერილში მოცემული სამართლებრივი შენიშვნის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის17 დადგენილებაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები.

1. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

 ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშების კონტროლი და ადგილობრივი ბიუჯეტით მათზე გამოყენებული სახსრებით (ათვისების) უზრუნველყოფა.“.

 2. დადგენილების მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

 ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დაწესებულებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია.“.

3. დადგენილების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   გ. გელენიძე