დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის საფასურის დადგენის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის N26.01.1232 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29.12.1324 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 29/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 29/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.37.101.016009 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №29.12.1324
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის საფასურის დადგენის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №26.01.1232 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. ,,დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის საფასურის დადგენის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №26.01.1232 დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ” ქვეპუნქტი:
,,დ) გადახდილი პარკირების საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა “, ,,ბ “ და ,,გ “ ქვეპუნქტების შესაბამისად , პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვის შემდეგ.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერის პირველი
მოადგილე (ვიცე-მერი) დ . ნინიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები