დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №746 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 16/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №94
2010 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №746 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №746 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №108, მუხ. 1199) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებული მე-18, მე-19 და მე-20 პლანშეტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ ლ ა ნ შ ე ტ ი 18
1. ე-კლასი (საზაფხულო) – საველე ქურთუკი და შარვალი კომუფლირებული მწვანე ციფრულ ფერთა გამით, ფარფლიანი საველე ქუდი, საზღვაო მაისური, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. ე-კლასი (ზამთრის) – გოროტექსის ტიპის ქსოვილის საველე ქურთუკი და შარვალი კომუფლირებული მწვანე ციფრულ ფერთა გამით, პოლარტეკის ტიპის დათბილული სვიტრი, დათბილული კეპი, საზღვაო მაისური, დათბილული შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
ა-კლასი – სააღლუმო ფორმა;
ბ-კლასი – გამოსასვლელი ფორმა;
გ-კლასი – ყოველდღიური ფორმა;
დ-კლასი – სამსახურებრივი ფორმა;
ე-კლასი – საველე ფორმა.

ზამთრის საველე ფორმა

პ ლ ა ნ შ ე ტ ი 19
სანაპირო დაცვა
1. ა-კლასი:
თეთრი კიტელი დამდგარი საყელოთი, გულმკერდის არეში 2 გარეთა ჯიბით, დასახური კლაპნითა და ოქროსფერი ღილით, კიტელის შესაკრავი ხუთი ოქროსფერი ღილით;
თეთრი შარვალი (წინა და უკანა ნაკეცებით, ქამრის 7 გასაყრელით, წინ ელვა შესაკრავით, ორი გვერდითი ჯიბით);
თეთრი ტრუსი;
მოკლესახელოიანი თეთრი მაისური;
თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი სარჩულით);
თეთრი ფეხსაცმელი (ტყავის);
თეთრი ქამარი (3 სმ სიგანის, ოფიცრებისათვის – ოქროსფერი დახურული ბალთით);
თეთრი ხუთთითიანი ხელთათმანი;
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. ა-კლასი (ქალის):
თეთრი პიჯაკი ოთხი ოქროსფერი ღილით;
თეთრი პერანგი (გრძელსახელოიანი, თეთრი ღილაკებით, გულმკერდის მარცხენა მხარეს გარეთა ჯიბით);
თეთრი ქვედა კაბა (ქამრის ხუთი გასაყრელით, უკან ელვა შესაკრავით, ორი გვერდითი ჩაჭრილი ჯიბით);
თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი შალითით);
კლასიკური სტილის თეთრი ფეხსაცმელი (ტყავის) 4 სმ სიმაღლის ქუსლით;
თეთრი ქამარი (2.5 სმ სიგანის, ოფიცრებისათვის – ოქროსფერი დახურული ბალთით);
თეთრი ხუთთითიანი ხელთათმანი;
შავი ყელსახვევი „პეპელა“;
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. ბ-კლასი:
შავი ორბორტიანი პიჯაკი, სამი ჯიბით – ორი ქვედა ჩაჭრილი ჯიბითა და ერთი ჩაჭრილი ჯიბით მკერდის მარჯვენა მხარეს, სამი წყვილი პარალელურად განლაგებული ღილით;
თეთრი პერანგი (გრძელსახელოებიანი, თეთრი ღილებით, გულმკერდის მარცხენა მხარეს გარეთა ჯიბით);
შავი შარვალი (წინა და უკანა ნაკეცებით, ქამრის 7 გასაყრელით, წინ ელვა შესაკრავით, ორი გვერდითი ჯიბით);
თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი შალით);
შავი ფეხსაცმელი (ტყავის);
შავი ქამარი (3 სმ სიგანის, ოფიცრებისათვის – ოქროსფერი დახურული ბალთით);
შავი ჰალსტუხი (მაქსიმალური სიგანე ბოლოში – 7.5 სმ, კვანძთან – 2.5 სმ);
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა;
შავი პულოვერი ამოღებული გულით, მხრებზე ჩაყოლებული ქსოვილით სამხრეებისათვის.
4. ბ-კლასი (ქალის):
შავი ერთბორტიანი პიჯაკი, ერთი ჩაჭრილი ჯიბით გულმკერდის მარცხენა მხარეს, 4 ღილით;
თეთრი პერანგი (გრძელსახელოიანი, თეთრი ღილებით, გულმკერდის მარცხენა მხარეს გარეთა ჯიბით);
შავი ქვედა კაბა (ქამრის 5 გასაყრელით, 2 ჩაჭრილი გვერდითი ჯიბით, უკან ელვა შესაკრავით);
თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი სარჩულით);
შავი ფეხსაცმელი (ტყავის), კლასიკური სტილის 4 სმ სიმაღლის ქუსლით;
შავი ქამარი (2.5 სმ სიგანის, ოფიცრებისათვის – ოქროსფერი დახურული ბალთით);
შავი ყელსახვევი „პეპელა“;
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
5. ბ-კლასი (საზაფხულო):
შავი შარვალი (წინა და უკანა ნაკეცებით, ქამრის 7 გასაყრელით, წინ ელვა შესაკრავით, ორი გვერდითი ჯიბით, უკანა მარჯვენა მხარეს თეძოს არეში ჩაჭრილი ჯიბით);
თეთრი პერანგი (მოკლესახელოიანი, თეთრი ღილებით, გულმკერდის არეში სარქველიანი გარეთა ჯიბეებით);
შავი ფეხსაცმელი (ტყავის);
შავი ქამარი (3 სმ სიგანის, ოქროსფერი დახურული ბალთით);
თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი შალითით);
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
6. ბ-კლასი (ზამთრის):
შავი მანტო (ქსოვილი – მაუდი) ორბორტიანი, სამი წყვილი პარალელური ღილით, წინა მხარეს ორი ჯიბით (30 გრადუსით დახრილი ჭრილით);
ა-კლასი – სააღლუმო ფორმა;
ბ-კლასი – გამოსასვლელი ფორმა;
გ-კლასი – ყოველდღიური ფორმა;
დ-კლასი – სამსახურებრივი ფორმა;
ე-კლასი – საველე ფორმა.

პ ლ ა ნ შ ე ტ ი 20 სანაპირო დაცვა 1. გ-კლასი (საგაზაფხულო-საშემოდგომო): შავი ქურთუკი, წინ ელვა შესაკრავით, გულმკერდის არეში დასახურკლაპნიანი ორი მიკერებული ჯიბით, ოქროსფერი ღილით, სახელოს დაბოლოებაზე შესაკრავი ღილით. ქურთუკის დაბოლოებაზე – რეზინის ნაოჭით; შარვალი – წინა და უკანა ნაკეცებით, წინ ელვა შესაკრავით, გვერდებზე წაჭრილი ჯიბეებით, უკან, თეძოს არეში, ჩაჭრილი ჯიბით მარჯვენა მხარეს; გრძელსახელოიანი თეთრი პერანგი; შავი ჰალსტუხი, კვანძის მაქსიმალური სიგანე – 2.5 სმ, ბოლოში – 7.5 სმ; ქუდი თეთრი მოსახსნელი სარჩულითა და შავი წინაფრით; შავი დაბალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 2. გ-კლასი (ფორმა „ხაკი“): ხაკისფერი პერანგი ასაკეცი ან მოკლე სახელოთი, გულმკერდის არეში ორი გარეთა ჯიბით, სარქველითა და ღილით, პერანგი ექვსი ღილით; ხაკისფერი შარვალი (წინა და უკანა ნაკეცებით, ქამრის 7 გასაყრელით, წინ ელვა შესაკრავით, ორი გვერდითი და უკანა ჯიბით მარჯვენა მხარეს); თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი სარჩულით); ხაკისფერივე კეპი და ქუდი „პილოტურა“; შავი ფეხსაცმელი (ტყავის); ყავისფერი ქამარი (3 სმ სიგანის, ოფიცრებისათვის – ოქროსფერი დახურული ბალთით); მოკლესახელოიანი თეთრი მაისური; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 3. გ-კლასი (ფორმა „ხაკი“ (ქალი)): ხაკისფერი პერანგი, გულმკერდის არეში ორი ჯიბით, სარქველითა და ღილით, ასაკეცი სახელოებით, ექვსი ყავისფერი ღილაკით. ხაკისფერი ქვედა კაბა (ქამრის ხუთი გასაყრელით, უკან ელვა შესაკრავით, ორი გვერდითი ჯიბით): იმავე ქსოვილისაგან შეკერილი შარვალი, გვერდზე ჩაჭრილი ჯიბეებით (ქამრის ხუთი გასაყრელით); თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი სარჩულით); ხაკისფერი კეპი და ხაკისფერი ქუდი „პილოტურა“; შავი ფეხსაცმელი (ტყავის) კლასიკური სტილის, 4 სმ სიმაღლის ქუსლით; ყავისფერი ქამარი (2.5 სმ სიგანის, ოფიცრებისათვის – ოქროსფერი დახურული ბალთით); მოკლესახელოიანი თეთრი მაისური; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა; ა-კლასი – სააღლუმო ფორმა; ბ-კლასი – გამოსასვლელი ფორმა; გ-კლასი – ყოველდღიური ფორმა; დ-კლასი – სამსახურებრივი ფორმა; ე-კლასი – საველე ფორმა. 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი



უზენაესი სასამართლოს განმარტებები
ბმულები
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები