დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 03/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №74
2010 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2009 წლის 8 დეკემბერს ქ. თბილისში ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები