„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 01/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
73
01/02/2010
სსმ, 12, 01/02/2010
000000000.00(0).000.000000
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №73

2010 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., № 88, მუხ. 1169) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნებართვის გაგრძელება ხდება იმავე პირობების დაცვით, როგორც მისი მოპოვება. ამ შემთხვევაში უცხოელს არ მოეთხოვება ცნობა შემოსავლის შესახებ (თუ მანამდე წარმოდგენილ ცნობაში მითითებული შემოსავალი საკმარისია უცხოელის საქართველოში მომავალი ყოფნისთვისაც).“;

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთები

1. განცხადებას მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ბ) თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში – საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღი-დამღა ან სხვ.);

გ) ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელი საბუთი:

გ.ა) მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;

გ.ბ) მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა); შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.გ) მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა;

დ) უცხოელის და/ან მისი საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების მქონე ნათესავის ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც თვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები, ხოლო ამ დებულების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის – საქართველოში განსაზღვრულ საპენსიო მინიმუმზე ნაკლები; შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული ამ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხა;

ე) 2 ფოტოსურათი;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად მოითხოვოს ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი