დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 653 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/12/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 66(73), 13/12/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №653
1999 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულებით დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ქ. ქუთაისის „ბ“ ჯგუფის ობიექტებიდან ამოღებულ იქნეს:
ა) პუნქტი 2 – პოლიკლინიკა №4;
ბ) პუნქტი 9 – ფსიქონევროლოგიური დისპანსერი.
2. ქ. რუსთავის „ბ“ ჯგუფის ობიექტებიდან ამოღებულ იქნეს:
პუნქტი 1 – საავადმყოფო №2.
3. ქ. ზუგდიდის „ა“ ჯგუფის ობიექტებიდან ამოღებულ იქნეს:
პუნქტი 3 – ინფექციური საავადმყოფო.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები