დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 01/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/02/2010 - 21/06/2010)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №68
2010 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის შესაბამისად.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა
1. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – ლურჯი ფერის ქურთუკი, ჟილეტი კონტურული ნახაზის (შესაძლებელია დათბილულიც), წინა მხარეს შავ ფერზე გამოსახულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ემბლემა, ასევე წარწერა ინგლისურ ენაზე: ,,Investigation service“, უკანა მხარეს – ,,საგამოძიებო სამსახური“; ლურჯი ფერის კეპი, წინა მხარეს შავ ფერზე გამოსახულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ემბლემა, უკანა მხარეს – წარწერა ინგლისურ ენაზე: ,, Investigation service“.





პლანშეტი №1
2. საწვიმარი – ლურჯი ფერის ლაბადა წარწერით ,,საგამოძიებო სამსახური“.
პლანშეტი №2
3. სამკერდე და კეპის ემბლემა – ჰერალდიკური ფარი, შავ ველზე გამოსახული კომპოზიციით, რომლის ლაჟვარდისფერ (ლურჯ) ველზე გამოსახულია მარჯვნივ
პლანშეტი №2
3. სამკერდე და კეპის ემბლემა – ჰერალდიკური ფარი, შავ ველზე გამოსახული კომპოზიციით, რომლის ლაჟვარდისფერ (ლურჯ) ველზე გამოსახულია მარჯვნივ მიმართული ლომი – საქართველოს სახელმწიფო გერბის ფარისმტვირთველი. ფარის ქვემოდან გამოსახულია ზეაღმართული ხმალი. ფარს აგვირგვინებს ,,ივერიული“ გვირგვინი – საქართველოს სახელმწიფო გერბის დეტალი. ფარს გარს აკრავს ქართული სტილიზებული ორნამენტი ,,ვაზის წნული“, ორი ჯვარი (საქართველოს დროშის დეტალი) და ოქროსფერი წარწერა: ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

4. სამკერდე წარწერა – მართკუთხა ყვითელკანტიან შავ ფონზე გამოსახულია ყვითელი წარწერა ინგლისურ ენაზე: ,,Investigation service“.

პლანშეტი №3
5. საველე სპეციალური ფორმა – კომუფლირებული შარვალი და კომუფლირებული ქურთუკი, კომუფლირებული კეპი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
6. ყოველდღიური სპეციალური ფორმა – შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის კეპი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
პლანშეტი №4
7. საველე სამკლავური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ოვალური ფარი ველზე, რომელსაც გარს აკრავს კანტი. შევრონის ცენტრში გამოსახულია ღამურა. ქართული მხედრულით წარწერილია: ,,საგამოძიებო სამსახური“; ,,სპეციალური დანიშნულების რაზმი“; აბრევიატურა – ,,სს“; ,,სდრ“.
8. საველე კოკარდა – ღამურა წარწერით ,,სდრ“.
9. საველე ღილკილო – მარჯვენა – რომბზე 8-ქიმიანი ვარსკვლავი. მარცხენა – რომბზე აბრევიატურა ,,სს“.

პლანშეტი №5
10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, ლაჟვარდისფერ (ლურჯ) ველზე გამოსახული კომპოზიცია: მარჯვნივ მიმართული ლომი – საქართველოს სახელმწიფო გერბის ფარისმტვირთველი. ფარის ქვემოდან გამოსახულია ზეაღმართული ხმალი. ფარს აგვირგვინებს ,,ივერიული“ გვირგვინი – საქართველოს სახელმწიფო გერბის დეტალი. ფარს გარს აკრავს ქართული სტილიზებული ორნამენტი ,,ვაზის წნული“, მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია ოქროსფერი წარწერა: ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური“ და ,,Investigation Service of Ministry of Finance of Georgia“; წარწერებს შორის გამოსახულია ორი ოქროს ჯვარი (საქართველოს დროშის დეტალი).

პლანშეტი №6
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები