დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ოქტომბრის №587 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 112 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 19/03/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №112
2002 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
„ შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ოქტომბრის №587 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოში უახლოეს მომავალში მოსალოდნელია აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების სწრაფი მატება მისგან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით, რომელთა აღსაკვეთად აუცილებელია გადამჭრელი ზომების დაუყოვნებლივ მიღება.
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების, ამ მიმართულებით სხვადასხვა სამინისტროების, უწყებებისა და სამსახურების მუშაობის გაძლიერების მიზნით:
1. „შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ოქტომბრის №587 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამტკიცდეს აივ ინფექცია/შიდსთან და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ბრძოლის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
გიორგი ბურდული – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ზურაბ გაიპარაშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
თამაზ გიორგაძე – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
რუსუდან გორგილაძე – საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე
ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე
კახაბერ კობერიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
სპირიდონ კოხრეიძე – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამსახურებრივი ზედამხედველობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი
თემურ ლორია – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
ლევან ქისტაური – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მარინა ღუდუშაური – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ზაზა შენგელია – საქართველოს ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარე
ზურაბ ჩხაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კომისიის მდივანი
მერაბ ჯაფარიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილე“;
ბ.ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „1999 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით: „2002 წლის 1 სექტემბრამდე“, ხოლო „2000–2004“ შეიცვალოს „2003–2007“-ით;
ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „და 2002 წლის პროგრამით გათვალისწინებულ იქნეს დადგენილი წესით დამტკიცებული გეგმა.“.
გ) ამოღებულ იქნეს მე-4 და მე-7 პუნქტები.
დ) მე-8 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (რ. გილიგაშვილი) მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველყოს“ – შემდეგ როგორც ტექსტშია;
ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ.თევზაძე), სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ. ხაბურძანია), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. ნარჩემაშვილი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე) მათთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველყონ შეიარაღებული ძალებისა და პირადი შემადგენლობის აივ ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით გამოკვლევა და აივ ინფექციის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელება“;
ვ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) შინაგანი რესურსების მობილიზაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური წყაროების მოზიდვის გზით უზრუნველყოს შიდსის საწინააღმდეგო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდების დანერგვისა და აივ ინფექცია/შიდსიsს პრობლემაზე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გაფართოების ხელშეწყობა, აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების პრიორიტეტული და შეუფერხებელი დაფინანსება.“;
ზ) ამოღებულ იქნეს მე-11 და მე-12 პუნქტები.
2. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა .კარტოზია) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად 2002 წლის 1 სექტემბრისათვის უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობისათვის შიდსის პროფილაქტიკის სასწავლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, ქალაქების მერებმა, რაიონების გამგებლებმა უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე შექმნილი შიდსთან ბრძოლის კომისიების მუშაობის გაძლიერება.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ 2003 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ინტრავენურ ნარკომანთა შორის აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის, ზიანის შემცირების ეფექტიანი თანამედროვე პროგრამების (შპრიცების გაცვლისა და მეთადონით ჩანაცვლების პროგრამები) დანერგვისათვის ადეკვატური საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2003 და მომდევნო წლების ბიუჯეტების შედგენისას გაითვალისწინონ აივ ინფექცია/შიდსზე გამოკვლევისა და აივ ინფექციის პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებებისათვის საჭირო სახსრები მათდამი დაქვემდებარებული დაწესებულებებისათვის.
6. ეთხოვოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ფართოდ გააშუქონ აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა პრობლემები.
7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ოქტომბრის №587 ბრძანებულებით დამტკიცებული „აივ ინფექცია/შიდსთან, სქესობრივი გზით გადამდებ და სოციალურად საშიშ სხვა დაავადებებთან ბრძოლის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები