დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 14-15 სექტემბრის №589–№1-1/91 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 419 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 84, 07/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040230000.22.033.013568 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.11.117.006.686
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ერთობლივი ბრძანება №589, №1-1/91
2004 წლის 14-15 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე
„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღებისა და ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის უზრუნველყოფის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას ერთობლივი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის თანათავმჯდომარე;
ლაშა ჟვანია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი – კომისიის თანათავმჯდომარე;
ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
დავით კორძაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;
ივანე ბერაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარე – კომისიის წევრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 7 ივნისის ერთობლივი ბრძანება №398/1-1/740- სსმ III, №70, 13.06.2005წ., მუხ.767
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №854-№1-1/977- სსმ III, №107, 14.09.2005წ., მუხ.1198
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №1034-№1-1/821- სსმ III, №114, 29.08.2006წ., მუხ.1576
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 14 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №1714-1-1/1425- სსმ III, №169, 15.12.2006წ., მუხ.2281
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 9 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №1127-№1-1/1532- სსმ III, №144, 16.10.2007წ., მუხ.1601
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 28 მარტის ერთობლივი ბრძანება №304-№1-1/366- სსმ III, №50, 03.04.2008წ., მუხ.583
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №108-№1-1/367- სსმ III, №22, 27.02.2009წ., მუხ.280
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 1 ივლისის - 26 ივნისის ერთობლივი ბრძანება №419-№1-1/1497- სსმ III, №84, 07.07.2009წ., მუხ.896
2. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
3. კომისიაზე განხილვას დაექვემდებაროს წინადადებები სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იმ საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ, რომლებიც დაფუძნებულნი არიან უშუალოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო უწყების მიერ, თანდართული სიის მიხედვით.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
კ. ბენდუქიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 7 ივნისის ერთობლივი ბრძანება №398/1-1/740- სსმ III, №70, 13.06.2005წ., მუხ.767
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №854-№1-1/977- სსმ III, №107, 14.09.2005წ., მუხ.1198
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №1034-№1-1/821- სსმ III, №114, 29.08.2006წ., მუხ.1576
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 14 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №1714-1-1/1425- სსმ III, №169, 15.12.2006წ., მუხ.2281
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 9 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №1127-№1-1/1532- სსმ III, №144, 16.10.2007წ., მუხ.1601
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 28 მარტის ერთობლივი ბრძანება №304-№1-1/366- სსმ III, №50, 03.04.2008წ., მუხ.583
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №108-№1-1/367- სსმ III, №22, 27.02.2009წ., მუხ.280
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 1 ივლისის - 26 ივნისის ერთობლივი ბრძანება №419-№1-1/1497- სსმ III, №84, 07.07.2009წ., მუხ.896
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. კომისია შექმნილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 14.09 №589 და საქართველოს ეკონომიკური განვითრების მინისტრის 15.09 №1-1/91 ბრძანებით, „სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდის ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობენ თანათავმჯდომარეები – საქართველოს ფინანსთა მინისტრი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
3. კომისიის სამუშაო ორგანოა კომისიის სხდომა, რომლის მოწვევაც ხდება საჭიროების მიხედვით თანათავმჯდომარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
4. კომისიის სხდომა წარიმართება წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგის შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს ს.ს.ი.პ. „საწარმოთა მართვის სააგენტო” (შემდეგში – „სააგენტო”) და ათანხმებს კომისიის თანათავმჯდომარეებთან. თანათავმჯდომარეები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავენ სხდომის მოწვევის თარიღს, დროსა და ადგილს.
5. წინადადებას წლის სამეურნეო შედეგებით მიღებული წმინდა მოგების განაწილების შესახებ „სააგენტოში” წარადგენს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს (შემდეგში – „საწარმო”) სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საწარმოში ასეთი საბჭო არ ფუნქციონირებს, მისი დირექტორი. სააგენტო იხილავს ამ წინადადებებს, შეიმუშავებს მათზე დასკვნებს და ამზადებს მასალებს კომისიის სხდომაზე გასატანად.
6. წინადადებები საწარმოების წმინდა მოგების განაწილებაზე კომისიაზე განსახილველად წარდგენილ უნდა იქნეს განვითარების მიმდინარე ან პერსპექტიული ბიზნეს-გეგმის საფუძველზე.
7. კომისიაზე განსახილველ მასალებს ამზადებს „სააგენტოს” ფინანსური ანალიზის, პროგნოზირების და სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად. სხდომის გამართვამდე ერთი კვირით ადრე “სააგენტო” კომისიის წევრებს უგზავნის შეტყობინებას კომისიის სხდომის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე სხდომის დღის წესრიგს და მასში შემავალ საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს.
8. იმ შემთხვევაში, თუ წმინდა მოგების განაწილების შესახებ “სააგენტოს” მიერ მომზადებული დასკვნა თავისი შინაარსით განსხვავდება საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორის მიერ წარმოდგენილი წინადადებებისაგან, “სააგენტოს” კომისიის სხდომაზე განსახილველად გამოაქვს ორივე წინადადება.
9. საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე საწარმოების წარმომადგენლები.
10. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის 2/3.
11. კომისია განიხილავს საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ წარმოდგენილ წინადადებებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას კენჭისყრის გზით.
12. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ მას ხმა მისცა კომისიის წევრთა ნახევარზე მეტმა.
13. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის სხდომაზე არ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება საწარმოს წმინდა მოგების განაწილების შესახებ, “სააგენტოს” საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გამოაქვს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
14. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად “სააგენტო” ერთი კვირის ვადაში ამზადებს ორმხრივი შეთანხმების პროექტებს და წარუდგენს ხელმოსაწერად კომისიის თანათავმჯდომარეებს.
15. თანათავმჯდომარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დედნები ინახება თითოეულ ხელმომწერ მხარესთან, ხოლო ასლი გადაეცემა „სააგენტოს”.
16. წმინდა მოგების განაწილების შესახებ დადგენილი წესით გაფორმებული წერილობითი შეთანხმების გარეშე „სააგენტოს” რწმუნებით აღჭურვილ პირს არა აქვს უფლება პარტნიორთა ან საერთო კრებაზე მონაწილეობა მიიღოს წმინდა მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დააყენოს ან ხმა მისცეს ისეთ წინადადებას, რომელიც განსხვავდება წმინდა მოგების განაწილების შესახებ კომისიის თანათავმჯდომარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებისაგან.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები