საქართველოს გაზის მეურნეობის მართვის შემდგომი სრულყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს გაზის მეურნეობის მართვის შემდგომი სრულყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 792
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/12/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/12/1996
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.002.000.
  • Word
792
09/12/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/12/1996
300.380.000.05.002.000.
საქართველოს გაზის მეურნეობის მართვის შემდგომი სრულყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №792

1996 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გაზის მეურნეობის მართვის შემდგომი სრულყოფის შესახებ

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე და დეპარტამენტ "საქგაზის"გაუქმების გამო საქართველოს მთავრობის 1996 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე საქართველოს გაზის რესტრუქტურიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ქალაქებსა და რაიონებში განლაგებული, ყოფილ დეპარტამენტ "საქგაზს" დაქვემდებარებული გაზის მეურნეობის ადგილობრივი საექსპლუატაციო საწარმოების მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის გადაცემას შემდგომი აქციონირების გათვალისწინებით, აგრეთვე უკვე აქციონირებული საწარმოების აქციათა საკონტროლო პაკეტების ასევე მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის მართვის უფლებით გადაცემას:

1. მოსახლეობის და საწარმოების (ორგანიზაციების) გაზით შეუფერხებლად მომარაგების მიზნით ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში მოიყვანონ მათთვის არსებული წესით გადაცემული გაზის მეურნეობის საწარმოების (სააქციო საზოგადოებების) ქსელები და ობიექტები სისტემის ტექნიკური უსაფრთხოებისა და საექსპლუატაციო ნორმების დაცვით.

2. სახაზინო საწარმო სახელმწიფო კომპანია "საქტრანსგაზმრეწვმა" განახორციელოს ქვეყნის გაზის მეურნეობის, კომპლექსის (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა) სისტემური მართვა და რეგულირება ტექნიკური უსაფრთხოების, საექსპლუტაციო ნორმების შემუშავებისა და დაცვის საკითხების გაზის მეურნეობის ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ტექნიკური განახლების პროექტების ექსპერტიზა (შეთანხმება) და შესაბამის სამუშაოთა მიმდინარეობის ტექნიკური ზედამხედველობა; პროდუქციის (მომსახურების) ხარისხის კონტროლი და საერთო ზედამხედველობა.

ე. შევარდნაძე