„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 25/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
43
20/01/2010
სსმ, 7, 25/01/2010
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №43

2010 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №93, მუხ. 993) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.“;

ბ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების საქმიანობის კოორდინაცია და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სამაშველო ჯგუფების შექმნა და მზადყოფნის უზრუნველყოფა;

დ) საავარიო-სამაშველო და სხვა სახის გადაუდებელი სამუშაოების შესრულების კოორდინაცია, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება მთაში და წყალში;

ე) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელება, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ვ) მოსახლეობის ევაკუაციისა და მათი სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომებით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია;

ზ) დაზარალებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის ჰუმანიტარული დახმარებების განაწილების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

თ) საგანგებო სიტუაციაში ორგანიზაციების უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების კოორდინაცია;

ი) დამცავი ნაგებობებისა და საშუალებების, თავშესაფრების და მიწისქვეშა ნაგებობების შენახვისა და ექსპლუატაციის კონტროლი;

კ) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი