დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 აგვისტოს №500 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 671 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/12/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 24/12/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №671
1998 წლის 1 დეკემბერი
ქ.თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 აგვისტოს №500 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში საქართველოს ყოფილი ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს მიერ შემოტანილი და ნაშთად რიცხული საქონლის რეალიზაციის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 აგვისტოს №500 ბრძანებულებით დამტკიცებული სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სამთავრობო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: მიხეილ ჭკუასელი, ჯემალ გახოკიძე და სულხან პაპაშვილი.
2. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ვახტანგ ქუთათელაძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი;
კობა ნარჩემაშვილი – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
ოლეგ ნიკოლეიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები