„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
40
18/01/2010
სსმ, 6, 20/01/2010
000000000.00.000.000000
„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №40

2010 წლის 18 იანვარი

თბილისი

„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №79, მუხ. 855) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების (24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის) და ენერგოსექტორის დარეგულირების პროცესის ხელშეწყობის, აღნიშნულ სფეროებში პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი

ლაშა გოცირიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ჯაბა ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე

სულხან ზუმბურიძე – შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე

ირაკლი კვაშილავა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე

დავით კობერიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) მრჩეველი, კომისიის მდივანი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

კონსტანტინე მგელაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

ზურაბ პოლოლიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი

გურამ ჩალაგაშვილი – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ხაჩიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ზურაბ ჯანჯღავა – შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი