დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 29/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.32.057.016002 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №45
2010 წლის 27 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:
1 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №68 (23.283) 2010 წ., 24-25 ივნისი, გვ. 7-8) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 116 (ას თექვსმეტი) საშტატო ერთეულით.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი | |
| დეპარტამენტის უფროსი | 1 |
| შესყიდვების განყოფილება | |
| განყოფილების უფროსი | 1 |
| მთავარი სპეციალისტი | 1 |
| ტრანსპორტის განყოფილება | |
| განყოფილების უფროსი | 1 |
| წამყვანი სპეციალისტი | 1 |
| სპეციალისტი | 10 |
გ) დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამხმარე (ტექნიკური) მოსამსახურეების გრაფის პირველი ნაწილი (გრაფა) ამოღებულ იქნეს.
2. აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობის მატებასთან დაკავშირებით დაფინანსება 2010 წლის განმავლობაში განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
3. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ნოემბრიდან.
ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები