დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 20/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №23
2010 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:
1. მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე.
2. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, უფროსის მოადგილე.
3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.
4. სამინისტროს (სამინისტროს ადმინისტრაციის) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე.
5. სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
6. სამინისტროს ადმინისტრაციის უსაფრთხოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
7. სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი, საფინანსო სამმართველოს საკასო განყოფილების უფროსი.
8. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის:
ა) უფროსი, უფროსის მოადგილე;
ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;
გ) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;
დ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;
ე) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
ვ) სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური.
9. სახმელეთო ჯარების სარდალი, სარდლის მოადგილე, შტაბის უფროსი.
10. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი, სარდლის მოადგილე, შტაბის უფროსი.
11. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, სარდლის მოადგილე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის უფროსი, ტექნიკისა და შეიარაღების ცენტრის უფროსი, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე.
12. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, სარდლის მოადგილე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე.
13. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი.
14. ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ მეთაური, სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ მეთაურის მოადგილე, შტაბის უფროსი.
15. ჯარის სახეობათა ბრიგადებისა და ბატალიონების მეთაურები, მათი მოადგილეები და შტაბის უფროსები, ასევე ბრიგადებში შემავალი და ცალკეული სამხედრო ნაწილების მეთაურები, მათი მოადგილეები და შტაბის უფროსები.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები