„ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

  • Word
„ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/01/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 27/01/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
14
24/01/2000
სსმ, 5, 27/01/2000
000000000.00.000.000000
„ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 14

2000 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

„ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-2 პუნქტში სიტყვები: „შენობის პირდაპირი მიყიდვა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის დამაგრება საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსათვის“ შეიცვალოს სიტყვებით: „შენობისა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსათვის“.

2. მე-3 პუნქტში სიტყვები: „ამონაგები თანხა ჩაირიცხოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ანგარიშზე“ შეიცვალოს სიტყვებით: „ამონაგები თანხა 2000000 (ორი მილიონი) გერმანული მარკა, ჩაირიცხოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ანგარიშზე“.

3. ბრძანებულების მე-4 პუნქტში სიტყვები: „შეიტანოს ცვლილებები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის ნაწილში“ შეიცვალოს სიტყვებით: „შეიტანოს ცვლილებები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის ნაწილში, რათა ჩაითვალოს ბიუჯეტში მიღებულად და ბიუჯეტიდან გაცემულად ქ.თბილისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის შენობის მიყიდვით ამონაგები თანხა 2000000 (ორი მილიონი) გერმანული მარკა.

მათ შორის ხარჯების ნაწილში:

ა) 708000 (შვიდას რვა ათასი) გერმანული მარკა ჩაითვალოს ბიუჯეტიდან გაცემულად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კაპიტალური ხარჯების მუხლით საელჩოს ადმინისტრაციული შენობის შეძენისა და ამ გარიგების გაფორმების ხარჯებისათვის;

ბ) 1292000 (მილიონ ორას ოთხმოცდათორმეტი ათასი) გერმანული მარკა დარჩეს საელჩოს სპეცანგარიშზე 2000 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქ.ბერლინში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული შენობის სარეკონსტრუქციო და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დასაფინანსებლად და თანამშრომელთა ბინების შესაძენად“.

4. ბრძანებულების მე-5 პუნქტში 1998 წელი შეიცვალოს 2000 წლით.

ე. შევარდნაძე