დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 134, 16/11/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410.060.000.10.003.000.337 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №203
2005 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1070) დამტკიცებული დებულების 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. სალიცენზიო პირობები
თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებული საქ-მიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირის ან/და ფიზიკური პირების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მცურავი საშუალებებით. ამასთან, სარგებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები უნდა განხორციელდეს აუქციონის მოწყობის დღემდე.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები