დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 448 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 04/11/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №448
2002 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ” დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულებაში სიტყვები „სასაზღვრო-მიგრაციული“ შეიცვალოს სიტყვებით „სასაზღვრო-საიმიგრაციო“.
2. დებულების 1.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.4. ნავსადგურის ტერიტორიაზე რეჟიმის განსაზღვრისა და მისი განხორციელების ორგანიზაციას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს ნავსადგურის ხელმძღვანელობა, ხოლო სასაზღვრო-საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული რეჟიმების განსაზღვრასა და მათ ორგანიზაციას, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უზრუნველყოფენ, შესაბამისად სასაზღვრო და საბაჟო ორგანოები”.
3. დებულების 1.5. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.5. საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი ნავსადგურის ტეტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას, გარდა იმ ნაწილისა, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლი”.
4. ამოღებულ იქნეს დებულების 1.6. პუნქტი.
5. დებულების 3.1. პუნქტში სიტყვები „არსებული კანონმდებლობის შესაბამისად იმპორტის, ტრანზიტისა და ექსპორტის რეჟიმით“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო რეჟიმების შესაბამისად“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები