1997 წლის 8 აპრილს გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტის ათვისების პროცესში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
1997 წლის 8 აპრილს გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტის ათვისების პროცესში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/03/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 07/03/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 29/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
67
04/03/2003
სსმ, 17, 07/03/2003
000000000.00.000.000000
1997 წლის 8 აპრილს გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტის ათვისების პროცესში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/03/2003 - 29/08/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №67

2003 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

1997 წლის 8 აპრილს გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტის ათვისების პროცესში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

2002 წლის 12 აპრილს საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის გაცვლილი ნოტების შესაბამისად, 1997 წლის 8 აპრილს იაპონიის მთვრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი არასაპროექტო გრანტიდან საპარტნიორო ფონდში დასაბრუნებელი თანხების დაბრუნების ვადამ გადაიწია 2007 წლის 12 სექტემბრამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 აგვისტოს N466 ბრძანებულებით დამტკიცებული 1997 წლის 8 აპრილს გამოყოფილი არასაპროექტო გრანტით შეძენილი პროდუქციის შესაბამისი თანხის საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ საპარტნიორო ფონდის ანგარიშზე დაბრუნების ვადა გადაიწიოს 2007 წლის 12 სექტემბრამდე.

2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ.გაჩეჩილაძე), როგორც საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 აგვისტოს N466 ბრძანებულებით დამტკიცებულმა გრანტის მმართველმა ორგანომ, დაამტკიცოს მომხმარებელთათვის არასაპროექტო გრანტით შეძენილი პროდუქციის ღირებულების შესაბამისი თანხის დაბრუნების ვადის გადავადების კრიტერიუმები და მექანიზმი, რომელშიც აგრეთვე განისაზღვრება საპარტნიორო ფონდში დასაბრუნებელი თანხების გადავადების შესახებ მომხმარებლებთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან თანხების სრულად დაფარვამდე მომხმარებელთა მიერ გადასახდელი მომსახურების საფასურის ოდენობა.

3. მმართველმა ორგანომ, გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების წარმატების განხორციელების შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები.

ე. შევარდნაძე