დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 363 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/07/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 15/07/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №363
1997 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონთან და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაჩქარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ივნისის №328 ბრძანებულებასთან შესაბამისად უზრუნველყოფის მიზნით „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულების მე-14 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობის ძირითადი ფონდების გადაფასებული ღირებულება სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გამოყენებულ იქნეს 1998 წლის 1 იანვრიდან.
ამასთან იმ საპრივატიზებო ობიექტების გამოსასყიდი თანხა და გადასახდელი საიჯარო ქირა, რომელთა იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია 1997 წლის 1 ივლისამდე, რჩება უცვლელი. 1997 წლის 1 ივლისამდე რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებათა აქციების საწყისი გასაყიდი ფასი პრივატიზებისას დგინდება რეგისტრირებული საწესდებო კაპიტალიდან გამომდინარე“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები