დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №84 საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 და 1999 წლის 4 თებერვლის №43 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/03/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 14/03/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №84
2001 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 და 1999 წლის 4 თებერვლის №43 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 11 თებერვლის №47 ბრძანებულების მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 და 1999 წლის 4 თებერვლის №43 ბრძანებულებებში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. „სააქციო საზოგადოება საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 ბრძანებულებებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პირველი აბზაცი ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 12 აგვისტოს №519, 2001 წლის 1 თებერვლის №33 და 2001 წლის 11 თებერვლის №47 ბრძანებულებების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის, თურქმენეთის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებიდან ბუნებრივი და თხევადი გაზის ტრანზიტით ორგანიზებულად ტრანსპორტირების მიზნით:“;
ბ) ბრძანებულების მე-6 პუნქტის შემდეგ ჩამატებულ იქნეს ახალი მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 თებერვლის №33 და 2001 წლის 11 თებერვლის №47 ბრძანებულებებით მინიჭებული უფლებების განხორციელების უზრუნველსაყოფად მოახდინოს სააქციო საზოგადოება „საქთხევადგაზის“ დადგენილი წესით რეორგანიზაცია ამ საწარმოს საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის სამართავად გადაცემის მიზნით;”
გ) ბრძანებულების მე-7 პუნქტი გადაინომროს მე-8 პუნქტად და მასში სიტყვა „ბუნებრივის“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „და თხევადი“;
დ) ბრძანებულების მე-8 პუნქტი გადაინომროს მე-9 პუნქტად და მასში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
დ.ა) პირველ აბზაცში სიტყვების „გაზის მრეწველობის“ წინ ჩემატოს სიტყვები „ბუნებრივი და თხევადი“;
დ.ბ) პირველ, მეორე და მეოთხე ქვეპუნქტში სიტყვე „გაზის“ წინ ჩაემატოს სიტყვები „ბუნებრივი და თხევადი“;
დ.გ) მესამე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბუნებრივი და თხევადი გაზის მილსადენების, საცავების, ტერმინალებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დაფინანსება საქართველოს რეგიონების გაზიფიცირება;“
ე) ბრძანებულების მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები გადაინომროს შესაბამისად მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებად.
2. „კასპის აუზის ნავთობისა და გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების პროექტების კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 თებერვლის №43 ბრზანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ ვაჟა ლორთქიფანიძე, თამაზ ბერუჩაშვილი, თეიმურაზ გიორგაძე, დავით ონოფრიშვილი, ლადო ჭანტურია, ივანე ჩხარტიშვილი და ჯონი ხეცურიანი;
ბ) პირევლი პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
გიორგი არსენიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
დავით მირცხულავა – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს უსტიციის მინისტრი
ლევან ძნელაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
გ) მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განიხილოს ნავთობის, ბუნებრივი და თხევადი გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების ყველა პროექტი“;
დ) მე-3 პუნქტში სიტყვა „ხოლოს“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „ბუნებრივი და თხევადი“;
ე) მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში სიტყვა „გაზსადენების“ შეიცვალოს სიტყვებით „ბუნებრივი და თხევადი გაზის მილსადენების”;
ვ) მე-4 პუნქტში სიტყვები „გაზის ტრანსპორტირების პროექტის“ წინ ჩაემატოს სიტყვები „ბუნებრივი და თხევადი“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები