დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 202 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 14/11/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.030.000.10.003.000.336 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №202
2005 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის საფუძველზე ,,2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილების (სსმ III, №100, მუხლი 1123) მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,2. 78 სახელმწიფო სასწავლო გრანტი – პირებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი (საშუალო) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს კონფლიქტის ზონებში, მათ შორის:
ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 46 სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) ცხინვალის რეგიონში, ჯავის რაიონში – 32 სახელმწიფო სასწავლო გრანტი.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. 35 სახელმწიფო სასწავლო გრანტი–საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებს.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. 7 სახელმწიფო სასწავლო გრანტი – კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლებს.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები