საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 864
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 139, 27/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 120090000.08.002.016040
  • Word
864
27/10/2010
სსმ, 139, 27/10/2010
120090000.08.002.016040
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 864

2010 წლს 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და მე-5 მუხლის:

ა) პირელ პუნქტს დაემატოს ,,ქ” და ,,ღ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი;

ღ) ცალკეული სამედიცინო სამმართველო.”;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ქ” და ,,ღ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

”ქ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს ფარული და ღია წყაროებიდან ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და მონაწილეობს მოსალოდნელი რისკის განსაზღვრის პროცესში;

ღ) ცალკეული სამედიცინო სამმართველო ახორციელებს სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, სამედიცინო ქონებით უზრუნველყოფის დაგეგმვასა და მის მონიტორინგს, სამედიცინო ღონისძიებების დაგეგმვასა და ამ მიმართულებით სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მონიტორინგს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას.            .

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი