დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 975 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 30/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.190.000.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №975
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2009 წლის 4 დეკემბერს ქ. თბილისში ხელმოწერილი ხელშეკრულება „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები