დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 519 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 14/12/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №519
2000 წლის 8 დკემებერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
დებულების მე-3 თავის 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25.
სამხედრო ძალების თადარიგის ოფიცრებს შს ორგანოებში მიღებისა და შსს კადრებში ჩარიცხვისას ენიჭებათ, როგორც წესი, თადარიგის წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება.
პირებს, რომლებსაც გასული აქვთ რეზერვში მორიგი სამხედრო წოდების ნამსახურობის ვადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებში ჩარიცხვისას ენიჭებათ თადარიგის წოდებაზე ერთი საფეხურით მაღალი სპეციალური წოდება, მაგრამ ეს წოდება არ უნდა აღემატებოდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამის ზღვრულ წოდებას. აგრეთვე სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მოსამსახურეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებში ჩარიცხვის შემდეგ, მორიგ სპეციალურ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები