„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 970
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
970
30/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
040.030.000.08.002.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2009 - 28/01/2010)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №970

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ

„განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის (შემდეგში – ფონდი) ლიკვიდაცია 2010 წლის 1 თებერვლამდე.

2. შეიქმნას ფონდის სალიკვიდაციო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

რევაზ ბახტაძე – კომისიის თავმჯდომარე, ფონდის დირექტორი

ზურაბ თავდგირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

რამაზ ნანიკაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი

გიორგი ჩახნაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

თამარ ჩიხლაძე – ფონდის ბუღალტერი.

3. კომისიამ:

ა) უზრუნველყოს ფონდის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განახორციელოს ფონდის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;

გ) უზრუნველყოს ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

4. ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ფონდის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

5. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უძღვება კომისიის სხდომას.

6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 იანვრის №33 ბრძანებულება.

8. ეს ბრძანებულება, გარდა მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს „განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

9. ამ ბრძანებულების მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

მ. სააკაშვილი