საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • Word
საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 25/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 29/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 220010000.11.004.016001
  • Word
9
25/10/2010
სსმ, 140, 29/10/2010
220010000.11.004.016001
საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №9

2010 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 26 მარტის №17 დადგენილება „საქართველოს ეროვნული ბანკის არასახელმწიფო საპენსიო სქემის წესების“ დამტკიცების შესახებ“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის გამგეობის 1993 წლის 26 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული №5 ინსტრუქცია „საქართველოს რესპუბლიკის საბანკო დაწესებულებებში საანგარიშსწორებო, საკორესპონდენტო, სავალუტო, მიმდინარე, საბიუჯეტო და დროებითი ანგარიშების გახსნის შესახებ“.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის გამგეობის მიერ 1993 წლის 1 აპრილის დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გაცემის, მიღების, აღრიცხვის, შენახვის და გამოყენების წესების შესახებ“.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1995 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შეწყვეტის დროებითი წესები“.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის მიერ 1995 წლის 27 იანვრის №5 დადგენილებით დამტკიცებული „კომერციული ბანკებისათვის სავალუტო ოპერაციების წარმოების ლიცენზიის გაუქმების დროებითი წესები“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საბჭოს თავმჯდომარე                                                                                              გ. ქადაგიძე