საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • Word
საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 25/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 29/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 220010000.11.004.016001
  • Word
9
25/10/2010
სსმ, 140, 29/10/2010
220010000.11.004.016001
საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №9

2010 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 26 მარტის 17 დადგენილება „საქართველოს ეროვნული ბანკის არასახელმწიფო საპენსიო სქემის წესების“ დამტკიცების შესახებ“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის გამგეობის 1993 წლის 26 თებერვლის 1 დადგენილებით დამტკიცებული 5 ინსტრუქცია „საქართველოს რესპუბლიკის საბანკო დაწესებულებებში საანგარიშსწორებო, საკორესპონდენტო, სავალუტო, მიმდინარე, საბიუჯეტო და დროებითი ანგარიშების გახსნის შესახებ“.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის გამგეობის მიერ 1993 წლის 1 აპრილის დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გაცემის, მიღების, აღრიცხვის, შენახვის და გამოყენების წესების შესახებ“.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1995 წლის 27 იანვრის 6 დადგენილებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შეწყვეტის დროებითი წესები“.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის მიერ 1995 წლის 27 იანვრის 5 დადგენილებით დამტკიცებული „კომერციული ბანკებისათვის სავალუტო ოპერაციების წარმოების ლიცენზიის გაუქმების დროებითი წესები“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საბჭოს თავმჯდომარე                                                                                              გ. ქადაგიძე