„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის 49/2004 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის 49/2004 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 27/01/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 27/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.014117
  • Word
6/2010
27/01/2010
სსმ, 9, 27/01/2010
010190030.15.008.014117
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის 49/2004 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.13.007.006.554

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №49/2004

2004 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

 მუხლი 1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 16 იანვრის დადგენილება №6/2004.

 მუხლი 2. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი თანდართული ნიმუშის მიხედვით.

 მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართ­ლო­ში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენ­და­რული დღის ვადაში.

 მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  ზ. ნონიკაშვილი

კომისიის მდივანი        კ. კვიტაიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 ივლისის დადგენილება №7/2006-სსმIII, №99, 27.07.2006წ.; მუხ.1360

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №39/2006-სსმIII, №174, 26.12.2006წ.; მუხ.2359

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №42/2006-სსმIII, №175, 28.12.2006წ.; მუხ.2373

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №14/2007-სსმIII, №164, 21.11.2007წ.; მუხ.1808

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №18/2007-სსმIII, №166, 26.11.2007წ.; მუხ.1832

6. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №48/2007-სსმIII, №186, 28.12.2007წ.; მუხ.2096

7. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

8. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 25 მარტის დადგენილება №8/2008-სსმIII, №46, 27.03.2008წ.; მუხ.516

9. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 5 აპრილის დადგენილება №18/2008-სსმIII, №52, 07.04.2008წ.; მუხ.608

10. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №36/2008-სსმIII, №113, 07.08.2008წ.; მუხ.1236

11. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №45/2008-სსმIII, №153, 20.10.2008წ.; მუხ.1512

12. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №7/2009-სსმIII, №142, 19.11.2009წ.; მუხ.1651

13. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 6 იანვრის დადგენილება №1/2010-სსმIII, №2, 08.01.2010წ.; მუხ.5

14. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 27 იანვრის დადგენილება №6/2010-სსმIII,9, 27.01.2010წ.; მუხ.87

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას.

2. თავის საქმიანობაში იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონებით „საქართველოს საარჩევო კოდექსი”, „რეფერენდუმის შესახებ”, საქართველოს სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ რეგლამენტით.

3. რეგლამენტი განსაზღვრავს ცესკოს უფლებამოსილებათა განხორციელების წესებს, პროცედურას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურას და სავალდებულოა კომისიის ყველა წევრისა და აპარატის თანამშრომლებისათვის, აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის.

4. ცესკოს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი და ტვიფრი, გაერთიანებულია ხაზინაში.

5. ცესკოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალექსიძის ქ. №1.

6. ცესკოს ხელმძღვანელობს და წარმოადგენს მისი თავმჯდომარე.

7. არასაარჩევნო პერიოდში, ცესკო მუშაობს კვირაში ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, სა­მუ­შაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).

8. ცესკოს სამართლებრივი აქტებია:

ა) ცესკოს დადგენილება;

ბ) ცესკოს განკარგულება;

გ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება;

დ) ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება;

ე) ცესკოს მდივნის განკარგულება;

ვ) ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 ივლისის დადგენილება №7/2006-სსმIII, №99, 27.07.2006წ.; მუხ.1360

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №48/2007-სსმIII, №186, 28.12.2007წ.; მუხ.2096

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 5 აპრილის დადგენილება №18/2008-სსმIII, №52, 07.04.2008წ.; მუხ.608

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №45/2008-სსმIII, №153, 20.10.2008წ.; მუხ.1512

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 6 იანვრის დადგენილება №1/2010-სსმIII, №2, 08.01.2010წ.; მუხ.5

თავი II

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები

    მუხლი 2. ცესკოს ხელმძღვანელი პირები

ცესკოს ხელმძღვანელი პირები არიან:

ა) ცესკოს თავმჯდომარე;

ბ) თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ცესკოს მდივანი.

    მუხლი 3. ცესკოს თავმჯდომარე

ცესკოს თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს ცესკოში;

ბ) იწვევს და უძღვება ცესკოს სხდომებს;

გ) განკარგავს ცესკოს ფულად სახსრებს;

დ) ანაწილებს ფულად სახსრებს საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის;

ე) ხელს აწერს ცესკოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, ასევე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებებს;

ვ) ხელს აწერს ცესკოს სხდომის ოქმებს და კომისიის სახელით გასულ დოკუმენტაციასა და კორესპონდენციას;

ზ) გამოსცემს განკარგულებებს;

1) გამოსცემს ბრძანებებს შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;

თ) გასცემს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებას;

კ) ნიშნავს და ათავისუფლებს ცესკოს აპარატის თანამშრომლებს;

ლ) წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სხვა პირებთან, მათ შორის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობაში;

მ) ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გარდა, განსაზღვრული ვადით ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;

ნ) ბრძანებით განსაზღვრავს ცესკოს აპარატში სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების გავლის წესს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 ივლისის დადგენილება №7/2006-სსმIII, №99, 27.07.2006წ.; მუხ.1360

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №18/2007-სსმIII, №166, 26.11.2007წ.; მუხ.1832

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №36/2008-სსმIII, №113, 07.08.2008წ.; მუხ.1236

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №7/2009-სსმIII, №142, 19.11.2009წ.; მუხ.1651

    მუხლი 4. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით;

ბ) ახორციელებს კანონით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 5. ცესკოს მდივანი

ცესკოს მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;

ბ) ხელს აწერს კომისიის დადგენილებებსა და განკარგულებებს;

გ) გამოსცემს განკარგულებებს;

დ) ცესკოს სამსახურებს შორის ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი III

ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი

    მუხლი 6. აპარატის მართვა

1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის, ასევე ცესკოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით.

2. აპარატს საერთო ხელმძღვანელობას უწევს ცესკოს თავმჯდომარე.

3. ამოღებულია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №39/2006-სსმIII, №174, 26.12.2006წ.; მუხ.2359

    მუხლი 7. ამოღებულია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №39/2006-სსმIII, №174, 26.12.2006წ.; მუხ.2359

    მუხლი 8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურა

1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურაში იქმნება შემდეგი დეპარტამენტები მათში შემავალი სამმართველოებით:

1.1 საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ა) კორესპონდენციისა და არქივის წარმოების სამმართველო;

ბ) საოქმო-სარეგისტრაციო სამმართველო.

1.2. იურიდიული დეპარტამენტი;

ა) სამართლებლივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების სამმართველო;

1.3. საორგანიზაციო დეპარტამენტი;

ა) საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) საარჩევნო ღონისძიებების დაგეგმვისა და ინფორმაციის ანალიზის სამმართველო.

1.4. საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ა) პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო.

1.5. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

ა) მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.

გ) საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო.

1.6. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;

ა) კადრების სამმართველო;

ბ) მოხელეთა სერტიფიცირებისა და განვითარების სამმართველო.

1.7. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

ა) კომპიუტერული უზრუნველყოფისა და ქსელების მართვის სამმართველო;

ბ) ელექტრონული მონაცემთა ბაზების მომზადებისა და ანალიზის სამმართველო.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა თანამდე­ბო­ბებია:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) სამმართველოს უფროსი;

გ) მთავარი ბუღალტერი;

დ) მთავარი სპეციალისტი;

ე) წამყვანი სპეციალისტი;

ვ) სპეციალისტი;

ზ) ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველი;

თ) ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწე;

3. ცესკოს აპარატის თანამშრომელთა შესრულებელი სამუშაოების ადმინისტრირების მიზნით, დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების მიერ დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სამმართველოს თანამშრომელთა რანგების მიხედვით მზადდება შესასრულებელი დეტალურად გაწერილი სამუშაოთა აღწერილობა, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს ცესკოს თავმჯდომარე დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.

4. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა (გარდა ცესკოს თავმჯდომარის მრჩევლის, ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწეების) უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით.

5. ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწეების უფლება-მოვალეობა განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.

6. საჭიროებისამებრ, კომისიის დადგენილებით იქმნება სხვა მუდმივი ან/და დროებითი სტრუქტურული დანაყოფები.

7. ცესკოს დეპარტამენტებისა და მასში შემავალი სამმართველოების ერთიან დებულებებს და მოხელეების სამუშაოთა აღწერილობებს ამტკიცებს ცესკოს თავმჯდომარე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №39/2006-სსმIII, №174, 26.12.2006წ.; მუხ.2359

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №14/2007-სსმIII, №164, 21.11.2007წ.; მუხ.1808

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 27 იანვრის დადგენილება №6/2010-სსმIII, №9, 27.01.2010წ.; მუხ.87

    მუხლი 81. ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველი

1. ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველს საკონკურსო კომისიის წარდგინებით თანამდებო­ბაზე ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2. ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველის უფლება-მოვალეობა განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის ბრძა-ნებით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №39/2006-სსმIII, №174, 26.12.2006წ.; მუხ.2359

 

თავი IV

ცესკოს დეპარტამენტები

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

    მუხლი 9. ცესკოს აპარატის დეპარტამენტების საერთო ვალდებულებები

1. ცესკოს აპარატის დეპარტამენტები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით დეპარტამენტის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით ბრძანებით ამტკიცებს ცესკოს თავმჯდომარე.

2. ცესკოს აპარატის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რო­მელ­საც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. დეპარტამენტის უფროსი ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და კომისიის წევრთა დავალებებს, რომელიც ამ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების კომპეტენციაში შედის.

3. ცესკოს აპარატის ყველა დეპარტამენტი:

ა) აღრიცხავს მათ ხელთ არსებულ დოკუმენტაციას;

ბ) კომისიის სხდომის წინა დღის არა უგვიანეს 12 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა), კომისიის სხდო­მებ­ზე განსახილველი, მათ მიერ მომზა­დე­ბუ­ლი და ხელმოწერილი დადგენილების და/ან გან­კარგუ­ლებების პროექტები, იურიდიული დეპარტამენტის სამართლებლივი უზრუნველყოფის სამმართველოს ვიზირებით გადასცეს საქმისწარმოების დეპარტამენტს;

გ) კომისიის სხდომის მომდევნო დღის არა უგვიანეს 12 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა) საბო­ლოო რედაქციით ჩამოყალიბებული, მათ მიერ მომზადებული დადგენილებები ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტი გადასცეს საქმისწარმოების დეპარტამენტს;

დ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

    მუხლი 10. საქმისწარმოების დეპარტამენტი

დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:

1. უზრუნველყოფს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ორგანიზაციას;

2. ახდენს შემოსული და გასული ყველა სახის კორესპონდენციის მიღებასა და რეგისტრაციას, სისტემატიზაციასა და დროულად მიწოდებას სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის;

3. იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯ­დომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან;

4. უზრუნველყოფს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებების გადა­ცე­მას საქართ­ვე­ლოს იუსტი­ციის სამინისტროსათვის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყ­ნების მიზნით;

5. უზრუნველყოფს დოკუმენტაციის გაგზავნას ფოსტით და კურიერის მეშვეობით;

6. უზრუნველყოფს საარქივო მასალების დამუშავებასა და შენახვას;

7. ადგენს ცესკოს სხდომის ოქმს;

8. ამზადებს და ინახავს მასალებს საარჩევნო სუბიექტების რეგისტ­რაციაში გასატა­რებლად;

9. ამოწმებს კანდიდატთა და არჩეულ პირთა რეგისტ­რაციას საარჩევნო ოლქებში;

10. ამოწმებს საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერთა სიებს;

11. რეგისტრაციის შემდეგ ინახავს ქვემდგომი საარჩევნო კომი­სი­ებისაგან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას;

12. შესაბამის ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის გადას­ცემს ინფორმა­ციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამსახურს;

13. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;

14. ამრავლებს მასალებს ცესკოს სხდომებისათვის;

15. ახდენს ცესკოს მიერ დადებული ხელშეკრულებების (გარდა შრომითი ხელშეკრუ­ლებებისა) რეგისტრაციას;

16. აწარმოებს ცესკოში შემოსული საქართველოს მთავრობის აქტების კრებულის, აგრეთვე, ჟურნალებისა და ბროშურების აღრიცხვასა და შენახვას;

161. ახდენს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქარ­თ­ვე­ლოს კანონის საფუძველზე ამომრჩევლისათვის პასიური საარჩევნო და საჯარო ხელი­სუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებების ჩამორთმევის შესახებ ცესკოში შემოსული სასამართლოს განაჩენების აღრიცხვას-დამუშავებასა და ამ ინფორმაციის, შესაბამისად, ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტისათვის ან/და საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის მიწოდებას.

17. ასრულებს სხვა მოვალეობებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №7/2009-სსმIII, №142, 19.11.2009წ.; მუხ.1651

    მუხლი 11. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი

დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:

1. შეიმუშავებს რეკომენდაციებს ცესკოს საკადრო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ და წარუდგენს ცესკოს დასამტკიცებლად;

2. ამზადებს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა დანიშვნის, გათავისუფლების, შვებულებების, პრემიების, აპარატის მოხელეთა დაჯილდოების, წახალისებისა და სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;

3. ამზადებს ცესკოს განკარგულების პროექტებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

4. ახორციელებს ცესკოს წევრთა, აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა საკადრო აღრიცხვას, პირადი საქმეებისა და სააღრიცხვო ბარათების წარმოებასა და შენახვას.

5. ორგანიზებას უწევს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სტრუქტურული ერთეულების დებულებების შემუშავებასა და დამტკიცებას;

6. აწარმოებს სამსახურებრივ ტაბელს და ყოველი თვის ბოლოს წარუდგენს ინფორმაციას თავმჯდომარეს აპარატის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების შესახებ შესაბამისი რეაგირებისათვის;

7. უზრუნველყოფს აპარატის თანამშრომელთა სამსახურში მიღების, გადაადგილებისა და მათი გათავისუფლების ტექნიკურ უზრუნველყოფას;

8. უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებასა და შენახვას;

9. უზრუნველყოფს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებას;

10. აფორმებს შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა შრომით ხელშეკრულებებს;

11. ამზადებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სახელფასო ცნობებს;

12. ამზადებს ცესკოს წევრების, აპარატის თანამშრომლეთა და ქვემდგომი საარჩევნო კომისიის წევრთა სამსახურებრივ მოწმობებს;

13. ამზადებს პასუხებს დეპარტამენტში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;

14. უზრუნველყოფს დეპარტამენტის შესაბამისი ამოცანების დასახვას, განსაზღვრავს მოქმედებათა კურსს და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

15. განსაზღვრავს საარჩევნო ადმინისტრაციის ფასილიტატორთა, ტრენერთა საკვალიფიკაციო სტანდარტებს და სხვადასხვა მიდგომებს ამ საკითების გარშემო;

16. შეიმუშავებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგების თანამედროვე სისტემების შექმნის მეთოდოლოგიურ-კონცეპტუალური მიდგომების პრინციპებსა და სტრატეგიას;

17. ახორციელებს ტრენინგების მონიტორინგს;

18. კოორდინაციას უწევს ტრენინგების სისტემას ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული რესურსებით;

19. წინასაარჩევნო პერიოდში შეიმუშავებს მოკლევადიან სამუშაო გეგმას;

20. შეიმუშავებს სტრატეგიულ ალიანსს საერთაშორისო ფონდებთან, ასოციაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

21. ამზადებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდას სერტიფიკატის მისანიჭებლად;

211. ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საქმიანობის კონტროლს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 6 იანვრის №4/2010 დადგენილების შესაბამისადç

22. ასრულებს სხვა დავალებებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 27 იანვრის დადგენილება №6/2010-სსმIII, №9, 27.01.2010წ.; მუხ.87

    მუხლი 12. იურიდიული დეპარტამენტი

დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:

1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;

2. არჩევნებთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;

3. იხილავს არჩევნებთან და სხვა ღონისძიებებთან (პლებისციტი, რეფერენდუმი და ა.შ.) დაკავშირებულ საკითხებს და დასკვნებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და ცესკოს;

4. წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში კანონმდებლობიდან გამომდინარე დავების განხილვისას;

5. ცესკოს სათანადო სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საჭირო მასალას;

6. საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოჰყავს ცესკოს დეპარტამენტებისა და სამმართველოების მიერ მომზადებული დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;

7. ახდენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების პროცესის იურიდიულ უზრუნველყოფას;

8. ინახავს და აღრიცხავს ,,საკანონმდებლო მაცნეს“ ყველა ნომერს;

9. ახდენს ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შედგენილი ხელშეკრულებების იურიდიული მხარის ვიზირებას.;

10. ახდენს ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ მომზადებული ინდივი­დუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;

11. კონსულტაციას აძლევს ცესკოს საქმისწარმოების დეპარტამენტს იურიდიულ საკითხებზე;

12. ინფორმაციას აწვდის ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტმენტს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით;

13. როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებს იურიდიული კონსულტაციით;

14. ახდენს დასრულებული სასამართლო პროცესების აღრიცხვასა და ანალიზს;

15. ახდენს ცესკოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას.

16. ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საქმიანობის კონტროლს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 6 იანვრის №4/2010 დადგენილების შესაბამისად.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 27 იანვრის დადგენილება №6/2010-სსმIII, №9, 27.01.2010წ.; მუხ.87

    მუხლი 13. საორგანიზაციო დეპარტამენტი

დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:

1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;

2. კოორდინაციას უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მუშაობას;

3 აგროვებს ინფორმაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიების შემადგენლობისა და მათში ცვლილებების შესახებ;

4. აგროვებს და ამოწმებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ;

5. აგროვებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრებში ცვლილების შესახებ;

6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;

7. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს აცნობებს ინფორმაციას ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. გადასცემს მათ ცესკოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს;

8. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს გადასცემს ცესკოს სხვა დეპარტამენტების მიერ მომზადებულ ინფორმაციას და დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;

9. საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული დამუშავებისათვის გადასცემს ინფორმაციას ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველოს;

10. ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად ადგენს არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების გეგმას;

11. ადგენს და ეკონომიკურ დეპარტამენტს გადასცემს ინფორმაციას არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო ინვენტარისა და სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის რაოდენობის შესახებ;

12. იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის პროექტს;

13. აწვდის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტმენტს ცესკოს ვებგვერდზე განსათავსებლად;

14. აგროვებს და აწვდის ცესკოს იურიდიულ დეპარტამენტს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრებისა და სასამართლო დავების შესახებ საჭირო ინფორმაციას;

15. ასრულებს სხვა მოვალეობებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

    მუხლი 14. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი

დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:

1. უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიის ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას;

2. უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიის ბიუჯეტის პროექტისა და საბიუჯეტო განაცხადის შედგენას;

3. უზრუნველყოფს წლიურ საბიუჯეტო კანონზე დაყრდნობით მოსალოდნელი ხარჯების კვარტალური განწერის ორგანიზებას;

4. უზრუნველყოფს წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენას;

5. უზრუნველყოფს ბუღალტრული ოპერაციების დოკუმენტური გაფორმებასა და მათ ასახვას საბუღალტრო რეგისტრში;

6. უზრუნველყოფს ქონებისა და სამეურნეო ოპერაციების შეფასებას;

7. უზრუნველყოფს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას;

8. უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებასა და ანგარიშგებას, საარჩევნო კომისიის ბალანსის შედგენას;

9. ახორციელებს წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას მოსალოდნელი მოთხოვნილების გეგმის საფუძველზე: წლიური გეგმის შეჯერებას, დამტკიცებისა და კორექტირების უზრუნველყოფას;

10. უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებს, შესყიდვებთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მონიტორინგს;

11. უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვაზე ოპერატიული, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენასა და დადგენილი წესით წარდგენას;

12. უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიის საქმიანობის უზრუნველმყოფი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების ორგანიზებას;

13. უზრუნველყოფს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლას, განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სამუშაოებზე შესაბამისი წინადადებების წარდგენას, ხელმძღვანელობასთან გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

14. ახორციელებს  საარჩევნო კომისიის შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკური ბაზის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ორგანიზებასა და საამისოდ აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფას;

15. ამზადებს კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტაციის, დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტებს ცესკოს სხდომაზე გასატანად.

16. ასრულებს სხვა მოვალეობებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

    მუხლი 15. საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას ცესკოს მისიის, საქმიანობისა და პერსონალის შესახებ;

2. არეგულირებს ცესკოს ურთიერთობას პრესასთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

3. უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

4. გეგმავს და ორგანიზებას უწევს პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

5. უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და საზოგადოებისათვის მიწოდებას;

6. ამუშავებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას;

7. აკეთებს პრესის ყოველდღიურ მიმოხილვას და წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს;

8. აწარმოებს პრესის არქივს;    

9. ამზადებს ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ოფიციალურ შეტყობინებებს, განცხადებებსა და საინფორმაციო ხასიათის მასალებს და უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მათ გავრცელებას;

10. ამზადებს პრესრელიზებს, ბიულეტენებს, მიმოხილვებს, სტატიებს და ავრცელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

11. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და დაინტერესებული პირებისთვის პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ჩატარებას;

12. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარების და სხვა სპეციალური ღონისძიებების ჩატარებას;

13. წინასაარჩევნო პერიოდში გეგმავს და ახორციელებს ღონისძიებებს საარჩევნო საკითხებზე ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით;

14. გასცემს ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით;

15. წარუდგენს ცესკოს მდივანს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების აკრედიტაციის განკარგულებების პროექტებს; ცესკოს მდივნის განკარგულებების საფუძველზე ამზადებს პრესის აკრედიტაციას;

16. ადმინისტრირებას უწევს ცესკოს ვებგვერდს;

17. კოორდინაციას უწევს ცესკოს საგარეო ურთიერთობებს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების საარჩევნო სტრუქტურებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან;

18. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს წარმომადგენლების ვიზიტებს საზღვარგარეთ;

19. გეგმავს და ორგანიზებას უწევს უცხოური დელეგაციების ვიზიტებს ცესკოში;

20. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს პროექტებს და კონცეფციებს, წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს;

21. ზედამხედველობას უწევს დამტკიცებული პროექტების შესრულებას;

22. გეგმავს და ორგანიზებას უწევს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების დელეგაციებთან შეხვედრებს და მოლაპარაკებებს;

23. წარმოადგენს საკონტაქტო სამსახურს ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან ურთიერთობისას;

24. ზედამხედველობას უწევს აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციულ უზრუნველყოფას;

25. ასრულებს სხვა მოვალეობებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

    მუხლი 16. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:

1. უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხ­ებელ მუშაობას;

2. გეგმავს და ეტაპობრივად ახორციელებს არსებული კომპიუტერული ქსელის გა­ფარ­თოებას, მასში საარჩევნო ოლქებისა და უბნების ჩართვის გზით;

3. აყალიბებს მონაცემთა ბაზების შექმნის ერთიან კონცეფციას, ქმნის შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას და ავრცელებს მას ქვემდგომ კომისიებში;

4. ასრულებს კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუ­შაოებს;

5. სხვა სამსახურებთან ერთად უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და კომპიუტერულ დამუშავებას;

6. ქმნის კომისიისათვის საჭირო სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს, ახდენს არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებასა და საჭიროების შემთხვევაში მათ მოდიფი­ცირებას;

7. უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო მასალების სისტემატიზირებასა და შენახვას;

8. ამზადებს ამომრჩეველთა სიების ერთიან ელექტრონულ ვერსიას;

9. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად ამომრჩეველთა სიებში შესა­ტანი ცვლილებების გადამოწმებასა და დროულად დამუშავებას;

10. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების ბეჭდვას, როგორც სახელმწიფო, ასევე საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ უმცირესობათა ენებზე (ორენოვანი სიები);

11. უზრუნველყოფს კოორდინირებას საჯარო რეესტრისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ამომრჩეველთა მონაცემების ბაზების სტრუქტურული დახვეწისა და დაახლოების მიზნით;

12. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების ფორმირების კუთხით კოორდინირებას საჯარისო ფორმირებების, საპატიმროების და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან საარჩევნო სიებში მათი მონაცემების გათვალისწინებისათვის;

13. უზრუნველყოფს კოორდინირებას საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან საარჩევნო სიებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების აღრიცხვის მიზნით;

14. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;

15. კონსულტაციებს უწევს კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე პროგრამული საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით;

16. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;

17. უზრუნველყოფს ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და სხვა საიდუმლო ინფორმაციის დაცვას, ამომრჩეველთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გაცემის დროს;

18. უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების პროცესის კომპიუტერულ მომსახურებას;

19. ასრულებს სხვა მოვალეობებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

 

თავი V

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

    მუხლი 17. ცესკოს სხდომა

1. სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს ცესკო. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.

2. სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.

3. კომისიის წევრს უფლება აქვს დღის წესრიგის დამტკიცებამდე მო­ით­ხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენ­ჭის­ყრით. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საკითხი არ მოითხოვს სას­წრაფო გადაწყვეტას, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დააყენოს საკითხი კენჭისყრაზე და მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის კომისიაზე შეტანის დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ განხილვის შესახებ.

4. კომისიის სხდომებისათვის საკითხებს, ინფორმაციას, მოხსენებით ბარათებს, განკარგულებათა და დადგენილებათა პროექტებს ამზადებენ კომისიის შესაბამისი დეპარტამენტები.

5. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – მოადგილე.

6. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს საქმისწარმოების დეპარტამენტის საოქმო-სარეგისტრაციო სამმართველო და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

7. კომისიის სხდომას ესწრებიან დეპარტამენტის უფროსი, საჭიროებისამებრ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსები, სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე კონკრეტული საკითხების განხილვის დროს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ ცესკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.

8. კომისიის სხდომის მიმდინარეობაში მონაწილეობას კომისიის წევრები დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ.

9. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში. კომისიის სხდომაზე ცესკოს აპარატის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტის წარ­მომადგენელს და დაინტერესებულ მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ კომისიის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევ­რების შემდეგ.

10. ცესკოს სხდომაზე წესრიგის დარღვევისას თავმჯდომარე უფლება­მოსილია დაატოვებინოს დამრღვევს სხდომის დარბაზი.

11. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამრავლებს საქმისწარმოების დეპარტამენტი და გადასცემს შესაბამის დეპარტამენტებს. დაინტე­რესებულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებსა და პირებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ცეს­კოს გადაწყვეტილებებს გადასცემს საზოგადოებასთან და საერთაშირისო ურთიერთობების დეპარტამენტი.

12. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომის მომდევნო დღის 18 საათამდე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 25 მარტის დადგენილება №8/2008-სსმIII, №46, 27.03.2008წ.; მუხ.516

    მუხლი 18. კენჭისყრა

1. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე საკითხს აყენებს წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.

2. ხმათა თანაბრად გაყოფისას სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.

3. კომისიის იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ წერილობით გამოთქვან განსაკუთრებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

4. თანამდებობაზე ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

5. საჭიროების შემთხვევაში, კენჭისყრის ჩატარების პროცედურას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

 

თავი VI

საქმიან ქაღალდებზე მუშაობის ორგანიზაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

    მუხლი 19. საქმეთა წარმოება

1. ცესკოში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება საერთო დეპარტამენტში სამუშაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).

11. საარჩევნო პერიოდში ცესკოში განცხადების/საჩივრების მიღება და რეგისტრაცია ხორციელდება საქმისწარმოების დეპარტამენტში სამუშაო დღის 10 საათიდან 20 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).

2. განცხადების (საჩივრის) მიღებისას ცესკოს სარეგის­ტრა­ციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივანისათვის) გადასაცემ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

3. საქმისწარმოების დეპარტამენტი შემოსულ მასალებს რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივნის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის დეპარტამენტებს შესასრულებლად.

4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, საქმისწარმოების დეპარტამენტში რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გასცემს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასაშვებია, ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.

5. ცესკოში შემოსული ნებისმიერი საარჩევნო დოკუმენტაცია საჯაროა გასაცნობად ცესკოს წევრებისა და საჭიროებისამებრ აპარატის თანამშრომლებისათვის. აკრძალულია, ცესკოში შემოსული და ცესკოს მიერ მომზადებული კონფიდენციალური ინფორმაციის გატანა ცესკოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე (გარდა საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი წესით გამოთხოვილი ინფორმაციისა).

6. ცესკოში საჯარო ინფორმაციის რეესტრს აწარმოებს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

7. ცესკოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ­ველ­ყოფაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი. აკრძალულია ცესკოში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედ­ნის გაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 6 იანვრის დადგენილება №1/2010-სსმIII, №2, 08.01.2010წ.; მუხ.5