მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 05/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.153.016017
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
48
26/10/2010
სსმ, 47, 05/11/2010
040110000.35.153.016017
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/11/2010 - 09/11/2010)

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №48

2010 წლის 26 ოქტომბერი

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანულო კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1.

დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი დანართი 1-ის შესაბამისად.

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე              ა. კალანდაძე                

დანართი 1

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუქტის „ქ” ქვეპუქტის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს:

. მცხეთის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს;

. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს;

. მცხეთის მუნიცპალიტეტის ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს;

. წილების და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს.

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ადგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.

    მუხლი 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება:

 ა. ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;

. დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;

. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

2. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება საქართველოს პრეზიდენტის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის საფუძველზე შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმატიული ფასი.

3. თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გამოტანილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება, განმეორებით აუქციონზე მისი საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ აღნიშნული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

    მუხლი 3. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება:

 ა. ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;

 ბ. დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;

 გ. მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

2. თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გამოტანილი მოძრავი ნივთის პრივატიზება, განმეორებით აუქციონზე მისი საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ მოძრავი ნივთი ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

    მუხლი 3. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის ასახვის წესი

 ამ დებულების მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად განსაზღვრული ქონების საპრივატიზებო საფასურის ასახვა მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში.

    მუხლი 4. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი

  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 5. წილების და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

1. წილების და აქციების პრივატიზებისას წილების და აქციების საპრივატიზებო საფასური, როგორც წესი, არ უნდა იყოს რეგისტრირებულ კაპიტალზე ნაკლები.

2. წილების და აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას წილების და აქციების საპივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს, გამგებლის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საკრებულო.