„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 962
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 158, 29/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.
  • Word
962
27/12/2009
სსმ, 158, 29/12/2009
010.240.070.08.002.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №962

2009 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №95, მუხ. 1261) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასაზღვრო პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებებიდან, განათლებიდან, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები და ფლობენ სახელმწიფო ენას.“;

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32, 33, 34, 35 პუნქტები:

„31. წვევამდელმა სასაზღვრო პოლიციაში მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.

32. წვევამდელს სასაზღვრო პოლიციაში მიღების შემდეგ მიენიჭება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალის/საზღვაო კაპრალის უმცროსი სპეციალური წოდება.

33. წვევამდელს სასაზღვრო პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად.

34. 35 წელს გადაცილებული პირი სასაზღვრო პოლიციაში სამუშაოდ შესაძლებელია მიღებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით.

35. სამხედრო სამსახურიდან ადრე დათხოვნილი ან სპეციალური წოდების მქონე პირების სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას (დანიშვნისას) ასაკობრივი შეზღუდვა განისაზღვრება ამ წესის 30-ე მუხლის მიხედვით.“;

გ) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სასაზღვრო პოლიციაში მოსამსახურე შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით არა უმეტეს 6 თვისა.“;

დ) მე-13 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამხედრო წოდების ან „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირებს სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას ენიჭებათ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდება, რომელიც მათი სამხედრო ან სპეციალური წოდების თანაბარია.

9. ოფიცრის წოდების არმქონე პირებს, რომლებიც ოფიცრის თანამდებობაზე ინიშნებიან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება მიენიჭებათ შემდეგი წესით:

ა) უმაღლესი განათლების მქონე პირებს – ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე;

ბ) საშუალო ან საშუალო სპეციალური განათლების მქონე პირებს – სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ.“;

ე) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.“;

ვ) 29-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით.“;

ზ) 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკი

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდების მოსამსახურეთათვის დადგენილია შემდეგი ასაკობრივი შეზღუდვა:

ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – 55 წელი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – 55 წელი;

გ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – 60 წელი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – 65 წელი.“;

თ) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნილთა ვალდებულება

სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებისაგან, რომლებიც დაითხოვეს სასაზღვრო პოლიციიდან, ამოღებულ უნდა იქნეს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და გაპიროვნებული სხვა მატერიალური ფასეულობანი, გარდა სანივთე ქონებისა.“;

ი) 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. ნამსახურობის წლების გაანგარიშება

ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს:

ა) პოლიციაში, პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამსახურის პერიოდს;

ბ) სამხედრო ძალებსა და სხვა უწყებაში სპეციალური სამსახურის გავლისას სპეციალური ან სამხედრო წოდებით სამსახურის პერიოდს;

გ) სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს უწყებებში (ორგანიზაციებში), რომლებშიც სამსახურის გავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება/ითვლებოდა სამხედრო სამსახურად;

დ) საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს სასწავლებლებში სწავლის პერიოდს (კურსანტი, მსმენელი), აგრეთვე სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს;

ე) სსრკ-ის სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე;

ვ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შვებულებაში (მათ შორის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო) ყოფნის პერიოდს;

ზ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას – არა უმეტეს 4 თვის პერიოდისა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი