დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საკადრო რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 290 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 06/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.123.007695 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/09/2006 - 06/04/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.007.695
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №290
2005 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საკადრო რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №69 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული სამმართველოს დებულების მე-2 მუხლის „გ” პუნქტი, მე-3 მუხლის „ვ”, „ზ”, და „კ”, პუნქტები, მე-6 მუხლის „გ” პუნქტი, მე-11 მუხლი.
3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საკადრო რესურსების მართვის სამსახურის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2.
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებით, ამ დებულებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3.
სამსახურს აქვს ბეჭედი თავისი დასახელებით.
თავი II. სამსახურის ამოცანები
მუხლი 4.
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ საკითხების მოგვარება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
დ) შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
ე) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადება;
ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციების ჩატარების ორგანიზება;
ი) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარების უზრუნველყოფა;
კ) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა;
ლ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
მ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, აგრეთვე შრომის დისციპლინის კონტროლი;
ნ) სამინისტროს სახელით სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა შრომით დავებთან დაკავშირებით;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების რეგისტრაცია;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოება;
ჟ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
რ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 5.
დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით სამსახური:
ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით ამუშავებს რეკომენდაციებს;
ბ) ნომენკლატურის მიხედვით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;
დ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით, დადგენილი წესის შესაბამისად, ატარებს რევიზიას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას;
ვ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზებას, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივ გამოყენებას და ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;
თ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად დანიშვნისათვის გასაუბრების ორგანიზებას და სტაჟირების გავლის კონტროლს;
ი) დადგენილი წესის შესაბამისად ახდენს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის ატესტაციების ჩატარების ორგანიზებას;
კ) სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს კონკურსების ჩატარებას;
ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ბრძანებების რეგისტარციას;
ნ) აწარმოებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რაოდენობრივი შემადგენლობის აღრიცხვას და მის ანალიზს;
ო) ახდენს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემასა და აღრიცხვას;
ჟ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს ხელშეკრულებების დადებას;
რ) შეიმუშავებს შინაგანაწესს და კონტროლს ახორციელებს მის შესრულებაზე;
ს) უზრუნველყოფს სამსახურში ახლად დანიშნულ მოსამსახურეთა მიერ საჯარო მოსამსახურის ფიცის დადებისა და შინაგანაწესის გაცნობის ხელწერილების ჩამორთმევის პროცედურას;
ტ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ადგენს მოსამსახურეთა შვებულების გრაფიკს;
უ) ორგანიზაციას უწევს საიდუმლო გრიფით შემოსული კორესპონდენციის და დოკუმენტების მიღებას, საიდუმლო დანიშნულების დოკუმენტების კორესპონდენციების დაგზავნას;
ფ) უზრუნველყოფს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოებას და მათი მონაცემთა ბაზის შექმნას;
ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლო საქმისწარმოებას.
მუხლი 6.
სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 7.
სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
თავი III. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 8.
სამსახურს ჰყავს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 9.
სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს სამსახურში შემოსულ ან მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებს, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
თ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;
ი) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) შუამდგომლობს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე;
ლ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
მ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით, რევიზიების უზრუნველყოფას დადგენილი წესის შესაბამისად;
ნ) ახდენს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას;
ო) უზრუნველყოფს ან კონტროლს უწევს სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფას შრომით დავებთან დაკავშირებით;
პ) ახორციელებს თანამდებობით დაკისრებულ და კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10.
1. სამსახურს ჰყავს უფროსის მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს უფროსის მოადგილე.
მუხლი 11.
სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) ასრულებს მინისტრისა და სამსახურის უფროსის დავალებებსა და მითითებებს;
ბ) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და სამსახურის უფროსის წინაშე მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
გ) ვიზას ადებს სამსახურში შემოსულ დოკუმენტებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ სახსრებს, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ზ) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის უფროსს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას მიმდინარეობის შესახებ. დადგენილ ვადებში ახდენს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა საჩივრების, განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას;
თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ბრძანებების პროექტებს;
ი) წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს სამსახურში არსებული პრობლემებისა და გამოსავალი გზების პოვნის შესახებ;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ლ) ორგანიზაციასა და კონტროლს უწევს საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციების ჩაბარების საკითხებს.
მუხლი 12.
სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამსახურის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 13.
სამსახურის მოსამსახურე:
ა) დადგენილ ვადებში ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებებსა და მითითებებს და პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოს ხარისხზე;
ბ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე გაწეული მუშაობის შესახებ;
გ) წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს მუშაობის ორგანიზების შესახებ;
დ) წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს არსებული პრობლემებისა და გამოსავალი გზების პოვნის შესახებ;
ე) სამსახურის უფროსის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებს, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ვ) სამსახურის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
თ) ახდენს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს სამინისტროს ბრძანებების რეგისტრაციას;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურებრივი ცნობების გაცემას;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დოკუმენტების დამოწმებას;
მ) ახორციელებს ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 14.
სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი IV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 15.
სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები