დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 ივნისის №394 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 391 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/08/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 89, 06/09/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №391
2002 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 ივნისის №394 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 ივნისის №394 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნატოს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხთა კოორდინაციისათვის შეიქმნას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
რევაზ აბაშიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი
ირაკლი ალასანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე
დავით ბაქრაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსი
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
დავით დონდუა – ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ელჩი
ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
დავით თოდუა – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ჯონი ფირცხალაიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
გიორგი წკრიალაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
კომისიის შემადგენლობაში მოწვეულ იქნეს ირაკლი ბათიაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.“.
2. ბრძანებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კომისიამ 2002 წლის 1 ნოემბრამდე შეიმუშაოს და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგინოს ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის სახელმწიფო პროგრამა.“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები