„საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 129, 03/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 410.060.000.10.003.000.333
  • Word
199
03/11/2005
სსმ, 129, 03/11/2005
410.060.000.10.003.000.333
„საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №199

2005 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2005 წლის 12 აგვისტო, №94, მუხლი 1070) დამტკიცებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას დააკმაყოფილონ ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.“.

ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. სალიცენზიო პირობები

„თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს რეზიდენტი იურიდიული ან/და ფიზიკური პირების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მცურავი საშუალებებით. ამასთან, სარგებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები უნდა განხორციელდეს აუქციონის გამოცხადებამდე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი