დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მქონე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისათვის სავიზო ვალდებულებების გაუქმების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 937 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 21/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.130.000.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №937
2009 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მქონე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისათვის სავიზო ვალდებულებების გაუქმების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მქონე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისათვის სავიზო ვალდებულებების გაუქმების შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს კატარის სახელმწიფოს მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის განხორციელების შესახებ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები