დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 934 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 17/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.080.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №934
2009 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) 2.1 პუნქტის 2.1.5–2.1.7 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.1.5. სამხედრო უწყებების მიერ მოწყობილი (და მიმდინარე) ოპერატიული და ტექნიკური დაზვერვის, მათ მიერ მოპოვებული მონაცემების შესახებ; აგრეთვე აღნიშნული მიზნებისათვის შეძენილი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და გაწეული ხარჯების შესახებ;
2.1.6. კრებსითი მონაცემები სამხედრო ნაწილების, ხომალდების, ქვედანაყოფების, სამხედრო დაწესებულებების, შტაბების, სამხედრო აეროდრომებისა და დასაფრენი მოედნების, პოლიგონების, ბაზების საწყობების, სამშენებლო მოედნებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დისლოკაციის შესახებ; აგრეთვე მონაცემები დროებითი დისლოკაციის ადგილების მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ;
2.1.7. ცნობები საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით გათვალისწინებული საქართველოს სამხედრო ძალებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ოპერატიულ-საბრძოლო თანამშრომლობის შესახებ; აგრეთვე მონაცემები ყველა იმ ხარჯის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან“;
ბ) 2.3 პუნქტის 2.3.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.3.4. ცნობები სამხედრო აეროდრომებისა და დასაფრენი მოედნების, სამხედრო ქალაქების, ყაზარმების და სხვა ობიექტების (მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების) მშენებლობისა და სამხედრო მიზნებისათვის სამოქალაქო ობიექტების გამოყენების შესახებ; აგრეთვე მონაცემები აღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის, საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ“;
გ) 2.3 პუნქტის 2.3.12 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.3.12 ცნობები ჯარების ორგანიზაციის, საბრძოლო და პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის (გარდა პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის კანონით დამტკიცებული ზღვრული ოდენობისა), იარაღის, სამხედრო ტექნიკის, ტრანსპორტისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებათა ოდენობის, ჯარების დაკომპლექტების, უზრუნველყოფისა და დაკომპლექტების წესის შესახებ“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები