დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას, როგორც განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების თანადაფინანსებისათვის ჰოლანდიის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორს, შორის ჰოლანდიური გრანტის ხელშეკრულების (განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიება)“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 933 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 17/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №933
2009 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას, როგორც განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების თანადაფინანსებისათვის ჰოლანდიის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორს, შორის ჰოლანდიური გრანტის ხელშეკრულების (განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიება)“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას, როგორც განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების თანადაფინანსებისათვის ჰოლანდიის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორს, შორის ჰოლანდიური გრანტის ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიება)“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს საერთაშორისო განვითარების ასოციაციას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის განხორციელების შესახებ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები