„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 923
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 152, 14/12/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.08.002.
  • Word
923
14/12/2009
სსმ, 152, 14/12/2009
010.240.030.08.002.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №923

2009 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დემტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1623) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოცემის უზრუნველყოფა;“;

ბ) მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;“;

გ) მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;“;

დ) მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ და ნორმატიული აქტების ოფიციალური ტექსტების გამოცემა;“;

ე) მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“;“;

ვ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) მონაცემთა გაცვლის სააგენტო.“;

ზ) მე-11 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ი) 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;“;

ლ) 24-ე მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ნორმატიული აქტების პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;

თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და მათი საკონტროლო მდგომარეობის უზრუნველყოფა;“;

მ) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) თვითმმართველი ერთეულების რეესტრის წარმოება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის პირველი იანვრიდან.

მ. სააკაშვილი